x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით (ნაწილი 2)
image
თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე

მსახიობები თორნიკე და ნინო უკვე 12 წელია დაქორწინებულები არიან. ნინო მეუღლეზე 13 წლით დიდია, ამ ქორწინებამ წლების წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნინოსთვის თორნიკე მესამე ქმარია. ის პირველად 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეზე (ზედმეტსახელად ბათურა) გათხოვდა. მასთან ჰყავს შვილი ირაკლი კვირიკაძე. ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა. 21 წლის ასაკში კი კოტე გოგელიაზე გათხოვდა, რომელიც ახლა მაკა ასათიანის ქმარია. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, თორნიკეს და ნინოს ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდათ, ჯვარი მამა დავითზე დაიწერეს.

image

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი



იუმორისტი ვასო ფხაკაძე დაქორწინებულია 16 წლით უმცროს მოდელ ლიკა მეტრეველზე. წყვილს უკვე ორი გოგონა ჰყავთ. ლიკა მეტრეველი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. ვასომ და ლიკამ ერთმანეთი 2012 წელს "მის საქართველოზე" გაიცნეს.

image

გია ბაღაშვილი და თამუნა ტაბატაძე



გია ბაღაშვილი დაქორწინებული იყო 19 წლით უმცროს მოცეკვავეზე თამუნა ტაბატაძეზე იქორწ. თამუნამ და გიამ ერთმანეთი ირინა ონაშვილის დახმარებით გაიცნეს. ქორწილი 2009 წელს შედგა, თუმცა 2021 წელს დაშორდნენ, მათ 4 საერთო შვილი ჰყავთ.

image

დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე



დავით საგანელიძემ ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა და 30 წლით უმცროს, ფარმაცევტ სოფო ფარცხალაძეზე იქორწინა. 2010 წელს მათ ქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს ორი შვილი ჰყავთ.

image

გიორგი ყიფშიძე და ანი

მსახიობ გიორგი ყიფშიძის რჩეული მასზე 19 წლით უმცროსი მსახიობია. მათ 2020 წელს იქორწინეს. ეს ქორწინება გიორგისთვის მესამეა. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს, თუმცა ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია რომ ისინი დაშორდნენ.

image

.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ქართველი წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით

2
1162
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1162
  
2023, 10 ივლისი, 20:30
№1 ქართული სოციალური ქსელი.
Mylov.Ge შემოგვიერთდი შენც
2023, 4 ივლისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2