არქიტექტურა სკულპტურა, რომელიც მხოლოდ მისი გატეხვის შემდეგ გახდა ცნობილი 2023, 27 ივნისი, 14:53
ეს უჩვეულო სკულპტურა შევიდა ხელოვნების ისტორიაში, როგორც პირველი ნამუშევარი, სადაც გამოყენებულია ბრინჯაოსა და ელექტრობის სინთეზი - ამას ჩვეულებრივ უწოდებენ შერეულ ტექნიკას, მაგრამ შიგნით ნათურებით, როგორც ჩანს, ადრე არავის გაუკეთებია .
„გაფართოებამ“ (The Extension-როგორც ავტორმა უწოდა საკუთარ ნამუშევრებს) არა მხოლოდ მიიღო შესანიშნავი შეფასებები კრიტიკოსებისგან, არამედ სწრაფად გახდა ცნობილი მისი შექმნის ისტორიის წყალობით, რომელიც კინოსცენარისთვისაც კი გამოდგება. მაშ ასე“ ამერიკელმა პეიჯ ბრედლიმ ეს სკულპტურა 2004 წელს შექმნა და თავდაპირველად, როგორც თქვენ ალბათ მიხვდით, ეს იყო მხოლოდ ქალის ფიგურა, რომელიც ლოტოსის პოზაში იჯდა და მედიტირებდა. მაშინ ეს თემა იყო აქტუალური, მოდური - შესაძლოა ბრედლის ნამუშევარი უბრალოდ დაედგათ ყველა სახის თემატურ დაწესებულებებში, რესტორნებში, პარკებში, მაქსიმუმ მეორეხარისხოვან გამოფენებში. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ბანალური მედიტაციური ფიგურაც კი არ გამოსდიოდა ავტორს. კონკრეტულად რა არ მოსწონა მას არ არის ცნობილი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სინამდვილეში ეს იყო ავტოპორტრეტი, გასაკვირი არაფერია. რამდენ ჩვენთაგანს დაბადებია სარკეში ჩახედვის დროს მისი გატეხვის სურვილი (განსაკუთრებით დილით). ჰოოდა ერთხელააც გაწბილებულმა მხატვარმა დაამსხვრია საკუთარი ქმნილება ცოტა ხანი უყურა სკულპტურის ნამსხვრევებს, "ევრიკა" წამოიძახა და იატაკიდან თაბაშირის ფიგურის ფრაგმენტების შეგროვება დაიწყო. შემდეგ მან ყოველი ფრაგმენტი ბრინჯაოში ჩამოასხა და ამ ლითონის ფრაგმენტებისგან საკუთარი ავტოპორტრეტი ისევ შექმნა, ისე, რომ დატოვა ბზარები გატეხვის ადგილებში. პეიჯმა აღ.ოაჩინა რომ ხელახლა გამთელებულ გატეხილი ქალს რაღაც აკლდა.ეს იყო შიგნიდან ნათება - ასე ჩაუდგა სკულპტურას შიგნით ნათურები. „გაფართოება“ შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქანდაკებაა, რომელიც მუშაობს მხოლოდ შტეფსელზე, ანუ ელექტრობაზე. სხვათა შორის, ძნელი სათქმელია, რატომ სთხოვენ ავტორს გამუდმებით რაიმე სახის ახსნა-განმარტებას და პასუხს კითხვაზე „რისი თქმა გინდოდა ამით“ . მაგრამ, როგორც ჩანს, პეიჯ ბრედლის რაღაც უნდა მოეფიქრებინა, ამიტომ, როგორც წესი, "გაფართოების" ანოტაციებში წერია, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, პირობები და სტერეოტიპები უნდა დაიძლიოს და ასე უნდა აყალიბებდეს საკუთარ ბედს ამიტომ, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, როგორც "გაფართოებამდე", ისე მის შემდეგ, რამაც იგი ცნობილი გახადა, ასახავს ადამიანებს - ჩვეულებრივ ქალებს და ჩვეულებრივ შიშვლებს. თუმცა, თავად "გაფართოება" ასევე არაერთხელ გაიმეორა თავად ავტორმა, მათ შორის სხვადასხვა ვარიაციის სახით. თვით ორმეტრიანი ორიგინალის ასლი რამდენჯერემა გაკეთდა სხვადასხვა გალერეისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ეგზემპლარებზე, მათ შორის საკმაოდ კომერციულზე (იგივე რესტორნებისა და ფიტნეს ცენტრებისთვის). მაგრამ "მთავარი" სკულპტურა სახელწოდებით "The Extension" დამონტაჟდა ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდთან ახლოს და სწრაფად იქცა ადგილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. ბუნებრივია, რომ ბევრი ადამიანი მის ნახვას საღამოს ან თუნდაც ღამით ამჯობინეს - ამ პერიოდებში ქანდაკება განსაკუთრებით ნათელია - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად გამოიყურება დღისითაც. 136 2-ს მოსწონს
|