სხვა 28 ივნისს 160 მეტრიანი ასტეროიდი დედამიწას სახიფათოდ მოუახლოვდება 2023, 27 ივნისი, 14:37
ასტრონომები მას „პოტენციურად საშიშად“ კლასიფიცირებენ, რადგან ასტეროიდი დედამიწას 7, 5 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის.. თუმცა რეალურად ის საფრთხეს არ წარმოადგენს – მასსა და პლანეტას შორის მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს 19-ჯერ აღემატება. მასამ ასევე დაამატა, რომ ისინი აკონტროლებენ დედამიწის მახლობლად მდებარე ყველა ობიექტის ტრაექტორიას. მათი გათვლებით, დედამიწას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, ყოველ შემთხვევაში მომდევნო 100 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ადრე მეცნიერებმა გამოაცხადეს კვლევის პირველი შედეგები ასტეროიდთან DART-ის შეჯახების შემდეგ, რომელიც მოხდა 2022 წლის 26 სექტემბერს. მეცნიერებმა შეძლეს დეტალურად დაენახათ ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ ამოფრქვეული მასალის ღრუბელი. მისი ანალიზი საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მეტი, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი მზის სისტემა. 98 შეფასება არ არის
|