x
image
ქეთი1988
Mediator image
10 საინტერესო ისტორიული ფაქტი, რომელთა წაკითხვის შემდებ დროის კონცეფციას ახლებურად შეხედავთ

იცოდით, რომ კოკა-კოლა თავად იტალიაზე არც თუ ისე დიდი ხნისაა? ან რომ ცნობილი კომპანია Nintendo ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა, როდესაც ლონდონში ჯეკ-მფატრავის მკვლელობები ხდებოდა?

1. კლეოპატრას ცხოვრების წლები უფრო ახლოსაა ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების დროსთან, ვიდრე ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის დაწყებასთან. არქეოლოგები ძველი ეგვიპტის ყველაზე დიდი პირამიდის, ხეოფსის პირამიდის აგებას ძვ.წ. 2540 წლით ათარიღებენ. დედოფალი კლეოპატრა კი ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 69-30 წლებში. მთვარეზე ფრენა 1969 წელს განხორციელდა.image

2. პირველი ფაქსი ტელეფონზე ათი წლით უფროსია. მკაცრად რომ ვთქვათ, პირველი ფაქსი უფრო ადრე გაჩნდა, მაგრამ კომერციული მიზნებისთვის რეალურმა მოქმედმა ფაქსმა პირველად დაიწყო ფუნქციონირება 1865 წელს და დააკავშირა პარიზი და ლიონი. ეს იყო ელექტრომექანიკური მოწყობილობა. პირველი მემბრანული ტელეფონი აჩვენეს თომას უოტსონმა და ალექსანდრე ბელმა მხოლოდ 1875 წელს.image

3. Apple-ის დაარსება და ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალება ერთსა იმავე წელს დაემთხვა.
დიდი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინი 1977 წელს გარდაიცვალა. ამავე წელს დაარსდა Apple კომპიუტერული კომპანია.image

4. მოძრაობისა და მიზიდულობის კანონები ჰარვარდის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ გამოაქვეყნა ისააკ ნიუტონმა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა 1636 წელს. ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა კი გამოაქვეყნა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი Principia Mathematica, რომელშიც მან აღწერა მოძრაობის კანონები და უნივერსალური მიზიდულობის კანონი, მხოლოდ 1687 წელს - ჰარვარდის დაარსებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ.image

5. Nintendo გაჩნდა ეიფელის კოშკის მშენებლობის დროს, როდესაც საზოგადოება შეშფოთებული იყო ლონდონელი მანიაკის ჯეკ მფატრავის ისტორიით. Nintendo დაარსდა იაპონიაში 1889 წლის 23 სექტემბერს და ის დაიწყო ჰანაფუდას თამაშისთვის ბარათების გაცემით. ამასობაში პარიზში სრულდებოდა ეიფელის კოშკის მშენებლობა, რომელიც შემდეგ საფრანგეთის სიმბოლო გახდა. სწორედ ამავე პერიოდში ლონდონელები პანიკაში იყვნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანიაკის - ჯეკ მფატვრის შესახებ ცნობების გამო.image

6. ბოლო მამონტი გაქრა დაახლოებით იმ დროს, როდესაც დედამიწაზე ყველაზე ძველი ხე 1000 წლის იყო, ბრისლეკონის ფიჭვები ითვლება ყველაზე ძველ ხეებად მსოფლიოში. კალიფორნიის თეთრ მთებში აღმოაჩინეს ამ ჯიშის 4000 წლის ხე და ახლახან აღმოაჩინეს კიდევ 5000 წლის ხე. მეცნიერები თვლიან, რომ მამონტების გადაშენება დაახლოებით 4000 წლის წინ მოხდა.image

7. რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ველოსიპედი? ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველა იყენებდა მას საუკუნეების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ამ მანქანის პროტოტიპი დაპატენტდა მხოლოდ 1818 წელს, ხოლო პირველი ორთქლმავალი 1797 წელს იქნა წარმოდგენილი. განსხვავება 21 წელია.image

8. 1913 წელს ჰიტლერი, სტალინი, ფროიდი და ტროცკი ცხოვრობდნენ ერთ ქალაქში - ვენაში, ფოტოზე - დაახლოებით იმ წლების ვენის რუკაა. გასაკვირია, რომ ყველა ამ ადამიანს ნამდვილად შეეძლო შეხვედრტა ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთი კაფეს ვერანდაზე. მეტიც, ტროცკი და ჰიტლერი რეგულარულად დადიოდნენ კაფე ცენტრალში და ძალიან ახლოს იყო ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი ადგილი - კაფე ლანდტმანი. ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი საათის სავალზე ცხოვრობდნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ შეეძლოთ შეხვედრა.image

9. გამაგრილებელი სასმელების ბრენდი Coca-Cola იტალიის სახელმწიფოზე მხოლოდ 31 წლით ახალგაზრდაა.
იტალიის სამეფო 1861 წელს ჩამოყალიბდა, პირველი კოკა-კოლა კი 1892 წელს დააგემოვნეს.image

10. ძმები რაიტების პირველ ფრენას და მთვარეზე ფრენას მხოლოდ 66 წელი აშორებს. მეცნიერების განვითარება სწრაფი ტემპით იზრდება. მაგრამ მე-20 საუკუნის ფუნდამენტურ სამეცნიერო მოვლენებს შორისაც კი საკმაოდ მცირე დაყოფაა. პირველი კონტროლირებადი ფრენა თვითმფრინავით განხორციელდა 1903 წელს, ხოლო 1969 წელს კაცობრიობამ პირველი ნაბიჯი გადადგა მთვარის ზედაპირზე.image

0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0