სისხლის სამართალი თბილისში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს 2012, 4 ოქტომბერი, 23:52 თბილისში, კალაუბანში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით ბანკის ძარცვაში მხოლოდ ერთი პიროვნება იღებდა მონაწილეობას, რომელმაც გასროლა მოახდინა. ამ დროის ინფორმაციისთვის დაახლოებით 7 ათასი დოლარი და 3 ათასი ევრო გაიტაცა მძარცველმა, მაგრამ ზუსტი თანხა ჯერ-ჯერობით არ სახელდება. ადგილზე მუშაობს ექსპერტთა და კრიმინალისტთა ჯგუფი, რომლებიც სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო მასალის დახმარებით იძიებენ საქმეს... 218 7-ს მოსწონს
|