x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მარშრუტები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია!)

ისეც ხდება, რომ ერთი შეხედვით, პლანეტის სრულიად უსაფრთხო ადგილებში, შესაძლებელია, ადამიანი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდეს და ამ სტატიაში, სწორედ იმ ტურისტულ მარშრუტების განვიხილავთ, რომლებიც ძალიან პოპულარულია და ამავდროულად, სახიფათოც არის!


Kjeragbolten (კერაგბოლტენი) «ქვა-ბარდა», ნორვეგიაimage


მოგზაურობისას, განსაკუთრებული კადრის გადაღების და ოჯახის წევრების და ნაცნობ–მეგობრების გაოცების სურვილს, იქამდე მიჰყავს ადამიანი, სადაც საღ გონებაზე მყოფთაგან მისვლას, ყველა ვერ გაბედავს. ამასთან, «გულუხვი» ნორვეგიული ბუნება თავად ქმნის ყველა პირობას, უნიკალური კადრების გადასაღებად. ასეთია, მაგ., ორ კლდეს შორის, 1 კმ. სიმაღლეზე, გაჭედილი უზარმაზარი ქვა, რომელთანაც მისვლა რთული არ არის, მაგრამ...
რაღას არ აკეთებს ხალხი ამ «უბედურ» ქვაზე, რაც შეიძლება მეტად ორიგინალური ფოტოს გადასაღებად: ხტუნავენ, ცეკვავენ, ოჩოფეხებზე დადიან... ამ ადგილზე, გარდაცვალების ფაქტი, ოფიციალურად, დადასტურებული არ არის. მაგრამ, ეს მხოლოდ ოფიციალურად...


დიდი კანიონი, აშშimage


ალბათ, აშშ-ს ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელიც თავისი ზომებით და წარმოუდგენელი პეიზაჟებით იქცევს უამრავი ადამიანის ყურადღებას, სწორედ ეს კანიონია. მისი შემხედველი, ცრუ შთაბეჭდილება იქმნება, იმის შესახებ, რომ ტურისტისთვის საფრთხე არ არსებობს. მაგრამ, რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ყოველწლიურად, გრანდ–კანიონის დახმარების სამსახურში, დაახლოებით, 16 000-მდე ზარი შედის. უამრავი ადამიანი სწორედ მაშინ იღუპება, როდესაც იმის დანახვას ცდილობს, თუ ციცაბო კლდე სად მთავრდება. კლდის ნაპირზე დგომას ყველა ვერ ახერხებს და... არსებობს სხვა საფრთხეებიც: ვიწრო და მოლიპული ბილიკები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებთან (გველები, აგრესიული ირემი, შეწყვილების პერიოდში) შეხვედრა.


მოჰერის ფრიალო (კლდე), ირლანდიაimage


კლდიდან გადავარდნის საფრთხე ირლანდიაშიც არის... მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი ოკეანეში ბანაობით მთავრდება, თუ რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლმა ცურვა იცის.


მაჩუ-პიქჩუ, პერუimage


პერუს ჯუნგლებში ჩაკარგული ინკების სამყარო – მაჩუ–პიქჩუ, სამხ. ამერიკის კონტინენტის, ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. წლის მანძილზე, მის სანახავად ასობით ათასი ტურისტი ჩადის და მათ წარმოდგენა არ აქვთ საფრთხეების შესახებ, რომელიც იქ ელით.
საქმე იმაშია, რომ ქალაქის დათვალიერება არავისთვის შეზღუდული არ არის. მაგრამ, უაინა–პიქჩუს მთაზე ასასვლელად და მის მწვერვალზე, ინკების მიერ აშენებული ტაძრის სანახავად, ბილეთის აღება არის საჭირო. ბევრი ტურისტისთვის ძალიან მოულოდნელია, რომ ინკების დროიდან, ტაძრისკენ მიმავალი ბილიკების არც შეკეთება და არც რეკონსტრუქცია არ მომხდარა. ბილიკები იმდენად ვიწროა, რომ ხშირია საცობები. ხოლო, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, კიბის ქვის საფეხურები პირდაპირ ჰაერშია გაშვერილი. მის ერთ მხარეს ციცაბო კლდე არის, ხოლო მეორე მხარეს – უფსკრული. ერთი არასწორი ნაბიჯი და მაჩუ-პიქჩუს გაცნობა დასრულდება...


სალარ-დე-უიუნი (მარილიანი ტბა), ბოლივიაimage


ბევრი თვლის, რომ უიუნის მარილიანი ტბა ყველაზე უჩვეულო ადგილია ჩვენს პლანეტაზე. ამის მიზეზი კი, მისი სურეალისტური პეიზაჟებია: აბსოლუტურად სწორი და თეთრი ზედაპირი, რომელიც ვულკანური ბორცვებით არის შემოფარგლული. წვიმების სეზონზე, ეს ადგილი უზარმაზარ სარკედ გარდაიქმნება და მაშინ... ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის.
მიუხედავად იმისა, რომ ტბა ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილზე მდებარეობს, პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან, იქ უამრავი ტურისტი ჩადის. ადამიანი ამ სილამაზით ისე იხიბლება, რომ თავი ზღაპარში ჰგონია. ხოლო, რეალობას მაშინ უბრუნდება, როდესაც ტბის თეთრ ზედაპირზე, ათობით შავ ჯვარს ამჩნევს... და სწორედ მაშინ აცნობიერებს, ამ ადგილის მეორე – საშიშ მხარეს.
უიუნი – დამშრალი მარილიანი ტბა არის. ის დამშრალი, მაგრამ ბოლომდე არა. ძირითადად, მარილის ზედაპირის სისქე რამდენიმე მეტრის არის, მაგრამ წვიმების სეზონზე, ზოგიერთ ადგილზე, ის რამდენიმე სანტიმეტრამდე მცირდება. მარილის თხელი ფენა ვერ უძლებს სიმძიმეს და მანქანა, ტურისტებთან ერთად, ფსკერისკენ მიდის. თან ისეთი დიდი სიჩქარით, რომ ხაფანგიდან თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არსებობს.


ტრიფტის ხიდი, შვეიცარიაimage


მთის ციცაბო დაღმართი და სახელგანთქმული ალპური პეიზაჟი, შვეიცარიაში გასამგზავრებლად, უკვე საკმარისი მიზეზია. მაგრამ, ამ რეგიონის უნიკალურობის მიღმა, შესაძლებელია, დიდი საფრთხე იმალებოდეს.
ტრიფტის ტბის თავზე ალპების ყველაზე დიდი დაკიდებული ხიდია. ის წყლის ზედაპირიდან 100 მ-ზე მდებარეობს და კლდეებს შორის 170 მეტრზეა გადაჭიმული.
მოგზაურებისთვის, ამ ხიდიდან, ამავე სახელწოდების მყინვარზე, ულამაზესი ხედი იხსნება, რომელიც მთის ფერდობიდან ნელ-ნელა ქვემოთ ცურდება. ხიდზე გასეირნება კი, სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, რეკომენდებული ნამდვილად არ არის.


ვანგ ვენგი, ლაოსიimage


ქალაქი ვანგ ვენგი, ახალგაზრდების გართობის და თავშეყრის ადგილადაა ცნობილი. მისი მიმზიდველობის მიზეზი კი ის არის, რომ ქალაქი მდინარეზე, ჯუნგლებში მდებარეობს და იქ «ტუბინგი» (მდინარეზე დაშვება დიდი ზომის კამერებით) ყველაზე მეტად განვითარებული სპორტის სახეობა და გასართობის საშუალებაა. გარდა ამისა, იქ «ეგზოტიკური» ნარკოტიკები ისე იყიდება, როგორც ჩვენთან მზესუმზირა.
ვანგ ვენგში, ძირითადად, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩადიან და უმრავლესობას, დაზღვეული აქვს როგორც ჯანმრთელობა, ისე სხეული. ეს კი, იმისთვის არის საჭირო, რომ უბედური შემთხვევისას, დაზღვევამ, უკეთეს შემთხვევაში, ტურისტის მკურნალობის და უარეს შემთხვევაში, სხეულის გადასვენების ხარჯები დაფაროს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ამბოხების ჩახშობის შემდეგ, გადარჩება კი პუტინი?"

* სიზმარში გაკეთებული, 10 გენიალური აღმოჩენა

* შუა საუკუნეების ჯადოქრები – ბრძენები, თუ წარღვნამდელი ცივილიზაციის შთამომავლები


0
241
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0