x
image
ირინა მ.
რატომ ეზრდება თმა იაპონურ თოჯინას? - გამოცანა, რომელიც უკვე 100 წელია გამოცანად რჩება

image


იაპონურ ფოლკლორში მრავლად არის სხვადასხვა სახის კეთილი და ბოროტი სულები და მოჩვენებები. მრავლადაა, აგრეთვე ბოროტი თოჯინების ისტორიები, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. ერთ-ერთი ასეთია, ისტორია თოჯინა ოკიკუს შესახებ.

ეს ისტორია 1918 წელს დაიწყო, როცა 17 წლის ბიჭმა კუნძულ ჰოკაიდოზე, თავისი უმცროსი დისთვის თოჯინა შეიძინა. გოგონას ძალიან მოეწონა თოჯინა და მასთან მთელი დღე თამაშობდა. ისე შეუყვარდა ეს სათამაშო, რომ იგივე სახელი დაარქვა, რაც თვითონ ერქვა - ოკიკუ. გოგონა და თოჯინა პრაქტიკულად განუყრელები გახდნენ: ბავშვი გვერდიდან არ იცილებდა მას, მაშინაც კი როცა სასეირნოდ მიდიოდა. მაგრამ გოგონა უეცრად ავად გახდა: აღმოაჩნდა გართულებული გრიპი. რამდენიმე ხნის ავადმყოფობის შემდეგ კი გარდაიცვალა. საყვარელი შვილის პატივსაცემად, მშობლებმა თოჯინას სახლში მოწყობილ საკურთხეველზე მიუჩინეს ადგილი.


image


მალე მათ შეამჩნიეს, რომ თოჯინას კუპრივით შავი და გრძელი თმა სიგრძეში ყოველდღე მატულობდა. და ეს მართლაც ასე იყო, თოჯინას თმა ეზრდებოდა ისე, როგორც ცოცხალ ადამიანს! როცა თმის სიგრძემ მუხლამდე მიაღწია, გარდაცვლილის მშობლებმა საბოლოოდ ირწმუნეს, რომ თოჯინას სხეულში მათი გარდაცვლილი შვილის სული ჩასახლდა. ცოლ-ქმარმა დროდადრო თმის შემოკლება დაიწყეს, ისე როგორც შვილის სიცოცხლეში აკეთებდნენ. და თმა ყოველ ჯერზე იზრდებოდა, ჩერდებოდა როცა მუხლებამდე აღწევდა.

1938 წელს ოჯახი სახალინზე გადასახლდა, მაგრამ თოჯინის თან წაღების შეეშინდათ, ამიტომ ის ქ. ივამიძავაში, მანენძის ტაძარში მიიტანეს, ამასთან ტაძრის მსახურს მისი ანომალიური თვისებების შესახებაც აუწყეს. ტაძრის მსახურებმა თოჯინა სპეციალურ ხის ყუთში მოათავსეს და გამოსაჩენ ადგილას დადგეს.

თოჯინა დღემდე აღნიშნულ ტაძარში ინახება და სასულიერო პირები მას რეგულარულად უმოკლებენ თმას.


image


ოკიკუს უსტორია მალე მთელს იაპონიაში გახდა ცნობილი. მას აღწერდნენ წიგნებში, დგამდნენ სპექტაკლებს ტრადიციულ კაბუკის სტილში.

ოკიკუს თმების გამოცანა დღესაც გამოცანად რჩება. ჯერ კიდევ ვერავინ გაბედა იმის გამოკვლევა, რა ხდება რეალურად და როგორ იზრდება თმა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თმა მხოლოდ ერთხელ იქნა გაგზავნილი ანალიზზე, ანალიზმა კი აჩვენა, რომ ის ადამიანის არის. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი თოჯინისთვის თმას ადამიანის თმისგან ამზადებდნენ. ასე, რომ, ეს არაფერს ამტკიცებს.

გაეცანით სხვა სტატიებს:








გაეცანით ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ იაპონელები "სხვა პლანეტიდან" არიან

image


აღმოჩნდა, რომ გლადიატორები არენაზე გასვლის წინ, სხეულზე არასასურველ თმას იშორებდნენ


image


ზოგჯერ ჯობია, ისევ სახლში ივახშმოთ

image


სალვია-ადამიანი საოცარი გარეგნობით და გაურკვეველი სქესით

image


სხვადასხვა ქვეყნის 11 გამოგონება-მიზანი: ადამიანებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის შექმნა

image


გერმანელმა არქეოლოგებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს ქარვის ოთახის თაობაზე

image


რამდენიმე რეკორდი გინესის რეკორდების წიგნიდან

image


რაშია იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?

image


თუ ეწყინაათ... ჩვენი პატარა მეგობრების "შურისძიებები"

image


ცხელი წყალი პანაცეა? - რატომ სვამენ ჩინელები ცივის ნაცვლად ცხელ წყალს

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image







0
429
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
429