x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ვიაგრას" ყოფილმა ექს-სოლისტმა პირველად გამოაქვეყნა ვიდეო ქმართან, ვალერი მელაძესთან ერთად
image
"ვიაგრას" ექს-სოლისტმა ალბინა ჯანაბაევამ საზოგადოებას წარუდგინა ვიდეო, სადაც მეუღლესთან ვალერი მელაძესთან ერთადაა.


ჯანაბაევამ ვიდეო მეუღლის 58 წლის იუბილეს დაამთხვია.

"მივულოცოთ ვალერს 58 წლის იუბილე"-ასეთი სათაური დაურთო მეუღლის იუბილეს ჯანაბაევამ.


წყვილმა სამოქალაქო ქორწინება 2014 წელს გააფორმა ოფიციალურად. პირველ შვილს ბიძის, ვალერის ძმის, ცნობილი კომპოზიტორის და შემსრულებლის კონსტანტინე მელაძის პატივსაცემად კონსტანტინე დაარქვეს.


კონსტანტინე 19 წლისაა, მეორე შვილი ლუკა 8 წლისაა, ხოლო გოგონა აგატა 2 წლისაა.

წყვილის თქმით უმცროს შვილს ძიძის დახმარების გარეშე ერთად ზრდიან, რათა პატარას ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები არ გამორჩეთ.

ვალერი მელაძეს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან, ბათუმიდანაა არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან, ზოგიერთებივით არც ქართული ენა დავიწყებია და ქართველ ნათესავებთანაც კავშირს ინარჩუნებს.


მელაძეს პირველი ქორწინებიდან ირინა მალუხინასთან ჰყავს 3 შვილი.
უფროსი ინგა 32 წლისაა, სოფია 24 წლისაა, ხოლო დებში ყველაზე უმცროსი არინა 20 წლისაა.

გოგოებს მამასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ, მეტიც პერიოდულად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში მამასთანგადაღებულ სურათებს, თუმცა დედინაცვალთან ალბინა ჯანაბაევასთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
346
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
346