სხვა გონიო-აფსაროსის ციხესთან აღმოაჩინეს მამაკაცის სახის ფორმის ბრინჯაოს ჭრაქი 2023, 26 ივნისი, 12:05 ბრინჯაოს ჭრაქი | ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოგონიო-აფსაროსის ციხესთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს მამაკაცის სახის ფორმის ბრინჯაოს ჭრაქი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. "ჭრაქი წელს გამოვლენილ იატაკქვეშა გათბობის სისტემის მქონე ოთახთან ახლოს დაფიქსირდა, სადაც მესამე მშვილდოსანთა კოჰორტის დამღიანი აგურები და კრამიტებია აღმოჩენილი", - წერია სააგენტოს განცხადებაში. 400 შეფასება არ არის
|