x
image
კანონგარეშე
Mediator image
"ჩემი სცენარი არ გამართლდა, ამიტომ წავშალე პოსტი" – გია ხუხაშვილი
image
არიქა სხვებს არ ჩამოვრჩეო და ყველა მიმართულების ექსპერტად თუ ანალიტიკოსად წოდებულებმა სოციალური ქსელი ააწიოკეს გუშინ, აქაოდა სამოქალაქო ომი იწყება რუსეთშიო.



ამდენი საუკუნეა რუსეთი ტყუილზე და მამაძაღლობაზე აგებს პოლიტიკას და "კატას მეორედ რად აგდებთ წყალში" პატივცემულო "ექსპერტებო"?



რუსეთში კრემლში და განსაკუთღებით სპეცსამსახურებში იდიოტები რომ არ სხედან მერამდენედ უნდა დაგანახოთ პუტინის რეჟიმმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სპეცსამსახურებმა?



ჯერ გეგმებს აწყობთ და მერე როცა თქვენი გეგმები "ქარს რომ მიაქვს", თქვენს "ექსპერტულ ხილვებს" შლით. არ "გიტყდებათ"?




ისე რა კარგია, გააკეთე ანალიტიკური ანალიზი, მერე რა რომ არ მართლდება, ხელფასს ხომ მიიღებთ, ვინ უნდა წაგართვათ ხელფასი, რომელიც თქვენი ტვინის უჯრედებიდან "გამოტყორცნილი" აზრების საზღაურია.



ბატონი ხუხაშვილიც მგონი კოსმოსიდან იღებს ქალბატონ კაკულიასავით ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც ათასში ერთხელ თუ დაემთხვევა რეალობას და მერე უკვე "მესიის" და "იბერიის გაბრწყინების" მოლოდინში მყოფი საზოგადოება ყიიჟინას იწყებს, ხომ თქვა და ხომ გამართლდაო?


დაწერა ბატონმა ხუხაშვილმა თავისი ანალიზი, "გაუმაზა" ინტუიციამ და წაშალა პოსტი, მერე რა, ვის არ მოსვლია კაცო, შეეშალა ადამიანს მოვლენების სავარაუდო განვითარების გეგმა და წაშალა.

image
image
დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

0
588
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
588