x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ევგენი პრიგოჟინს და ბადრი კოღუაშვილს?

image

ქართულ საზოგადოებაში გუშინ და დღეს ორი ძირითადი თემა გახდა განსახილველი, ეს არის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილი სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის“ ჯანყი, რამაც რუსეთი კინაღამ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა და მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში ქართველი მომღერლების გამოსვლა, როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდის, ბადრი კოღუაშვილის ქალიშვილი, ნია დაბადების დღეს აღნიშნავდა.



ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ორი თემის გაერთიანებაც კი შეიძლება, რადგან ევგენი პრიგოჟინი და ბადრი კოღუაშვილი ერთმანეთისთვის უცხოები არ არიან, თუ რა აკავშირებს მათ ერთმანეთს ქვემოთ სტატიაში გაეცნობით:



რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებით საერთაშორისო, დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოქალაქეების ცხოვრებაზე, არამედ ქურდულ სამყაროზეც.



საიდუმლო არ არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ქურდული სამყარო ფაქტობრივად გაერთიანდა.


უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ავტორიტეტული კრიმინალების აზრი ცალსახა იყო: პატიმრებს არც ერთ მხარეს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. მაგრამ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც "ვაგნერის" შეიარაღებული ფორმირების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაიწყო ზონებში პატიმრების აქტიურად გადაბირება.


ბევრს გაუჩნდა ოცნება, რომ იომებდნენ ექვსიოდე თვე და შემდეგ იქნებოდნენ თავისუფალი და დაეწყებდნენ ცხოვრებას ნულიდან.სწორედ ამას დაჰპირდა მათ "ვაგნერის" ლიდერი. გასაგებია, რომ ავტორიტეტული კანონიერი ქურდები არ წავიდოდნენ საომრად. მათთვის, ხომ ეს აშკარა დამცირებაა.


ამავდროულად, ციხის მაყურებლები ხელისუფლებისთვის ძალიან საჭირონი გახდნენ. ფაქტია, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პატიმრების ზოგად განწყობაზე, რომლებიც ფრონტზე დიდი ენთუზიაზმის გარეშე მიდიოდნენ. სწორედ აქ გამოჩდნენ შაქრო მოლოდოი(კალაშოვი) და მისი ერთგული ქვეშევრდომი ბადრი ქუთაისკი (კოღუაშვილი).


"ვაგნერი" შაქროს პირობით გათავისუფლებას დაჰპირდა პატიმრების ომში მონაწილეობაზე დათანხმების სანაცვლოდ. მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც შაქრო მოლოდოის გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ის უბრალოდ გადააგდეს.


პარალელურად „ხელშეუხებელთა“ კასტაში მოულოდნელად შეიჭრა შაქრო მალადოის მარჯვენა ხელი ბადრი კოღუაშვილი. მან გარიგება დადო სპეცსამსახურებთან და ხელი არ შეუშალა პატიმრების მასობრივ გაწვევას.


მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და რუსეთი ბოლო მოვლენის გამო მტრულად განწყობილი ქვეყნები არიან, ბადრი ქუთაისკიმ შეძლო ორ ცეცხლს შორის ყოფნა.


უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, გასულ წელს იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინელი ავტორიტეტების "სხოდკებში".


2023 წლის მარტში, ოდესაში ბადრიმ მონაწილეობა მიიღო კანონიერი ქურდების "სხოდკაში" (თუმცა, ონლაინ), სადაც ავტორიტეტებმა გადაწყვიტეს, თუ ვინ იქნებოდა "ზღვის პირა მარგალიტის" მაყურებელი.


შედეგად, უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ის ძებნილთა სიაში შეიყვანა.


2, 5 თვის შემდეგ პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ქუთაისკის დაუსწრებლად დაპატიმრება გადაწყვიტა. აშკარაა, რომ უკრაინელ სამართალდამცვებისთვის მისი დაკავების გზა ჯერჯერობით არ არსებობს, ბადრი კოღუაშვილი ახლა მოსკოვის რესტორან „დარბაზში“ ზის და თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, შაქრო მოლოდოი კვლავ ზონაშია, მის ნაცვლად კი ბადრი ქუთაისკი აგვარებს "საქმეებს"

0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0