x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კეთილი საქმე, რომელიც გულს გაგითბობს და ძალას გმატებს
image

კეთილი საქმეები ყოველთვის სასიამოვნოა და ძალას გმატებს და გიხარია, რომ ამ სამყაროში მაინც სიკეთე ბოროტებას სძლევს.



სკოლის დარაჯს ოკლაჰომა სიტიდან (აშშ) ცოტა ხნის წინ მანქანა სერიოზულად გაუფუჭდა. მამაკაცი იძულებული გახდა სამსახურამდე 2, 5 საათის განმავლობაში ფეხით ევლო და მერე ისევ უკან სახლში, თუმცა ამისდა მიუხედავად მას სამსახურის მიტოვება არც უფიქრია. სკოლის დირექტორმა როგორც კი გაიგო მისი მდგომარეობის შესახებ, გადაწყვიტა დახმარება.


ტროი ჰენდერსონი არის ფილმორის დაწყებითი სკოლის დარაჯი ოკლაჰომა სიტიში, აშშ. არც ისე დიდი ხნის წინ, კაცს მანქანა გაუფუჭდა და მან სამსახურში ფეხით სიარული დაიწყო - მის სახლიდან ქალაქ მურამდე და მერე უკან ისევ სახლში დაახლოებით ხუთი საათი სჭირდებოდა. როდესაც სკოლამ შეიტყო მისი მდგომარეობა, დირექტორმა გადაწყვიტა ფული შეეგროვებინა, რათა დარაჯისთვის ახალი მანქანა ეყიდათ.



თავად ჰენდერსონი სკოლაში ცნობილია თავისი პოზიტიური ხასიათით და შრომისმოყვარეობით: იგი უყვართ როგორც მოწაფეებს, ასევე სკოლის თანამშრომლებს.


როდესაც ინტერვიუში ჰკითხეს სახლიდან ხანგრძლივი მგზავრობის შესახებ, მან უპასუხა: ”


"დიახ, ყველას არ უნდა ენდომება დილის ხუთ საათზე ადგომა, რომ დროულად მივიდეს სამსახურში. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომმუშაობა უნდა გავაგრძელო, ბავშვების გულისთვის. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ", - თქვა მამაკაცმა.

image

სკოლის დირექტორმა სინდი ლენგმა, როდესაც შეიტყო დარაჯის მდგომარეობა, მაშინვე წამოიწყო სახსრების შეგროვება GoFundMe ვებსაიტზე. სკოლის პერსონალი სწრაფად ჩაერთო და დაგეგმილზე მეტის შეგროვებაც კი მოხერხა: თავიდან 5000 დოლარის შეგროვება იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ დროისთვის საზოგადოებამ 13000 დოლარზე მეტი შეაგროვა. დირექტორის თქმით, მანქანის შეძენიდან მორჩენილი თანხა დაზღვევასა და გადასახადებს მოხმარდება.


მალე ჰენდერსონს ახალი მანქანა აჩუქეს - და ის ბედნიერი იყო ასეთი საჩუქრით. ახლა დარაჯი სიამოვნებით მიდის სამუშაოზე ახალი მანქანით და ძალიან მადლიერია კოლეგების.

image

სკოლის თანამშრომლების თქმით, ის ამას სრულად იმსახურებს.


"ტროი ყველაზე საყვარელი ადამიანია. ყველას უყვარს ის - ბავშვესი, თანამშრომლებს. შეგიძლიათ სთხოვოთ რაც გინდათ, ის კი ამას ღიმილით გააკეთებს. ბედნიერი ვართ. რომ ყველამ გამოვავლინეთ ის სიყვარული მის მიმართ, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს“, - თქვა დირექტორმა.

0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0