x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
მსოფლიოს პირველი საოცრება - ხეოფსის პირამიდა.

ხეოფსის პირამიდა - მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის პირველია, ის მსოფლიო პირამიდებს შორის ყველაზე დიდია.მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო.პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.ის თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს ხუთ უდიდეს ტაძარს.
ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2, 300, 000 ლოდი დაიხარჯა(ერთი ლოდი 2, 5 ტონა იყო). მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუimageშად.

0
694
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერიძე.007
ბერიძე.007
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0