x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც საკუთარი დაავადება ხელოვნებად აქცია
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.





ისტორიული ფოტოები არის გზა დიდ სამყაროზე ერთიანი ხედვის შემოსატანად. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ფოტოა იმისათვის საჭირო, რომ ადამიანისთის თვალისვის მარტივი აღსაქმელი გახდეს იმ წარმოუდგენელი ადგილების შესახებ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ.





სარა მუნი ფრანგი ქალბატონია ებრაული ფესვებით. ის ცნობილია როგორც კალენდარი Pirelli-ს ავტორი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფოტოგრაფი. სარა ბავშვობიდან იტანჯებოდა მიოპიით და მისი ხედვა სამყაროზე ფუნდამენტურად განსხვავდებოდა იმისგან, თუ როგორ ხედავს მას ხალხი. სწორედ ამან ის ერთ-ერთ კარგ ფოტოგრაფად აქცია. (ახლომხედველობა, იგივე მიოპია თვალის გავრცელებული რეფრაქციული მანკია. ახლომხედველობის დროს შორს არსებული ობიექტები ბუნდოვნად ჩანს, ახლოს არსებული კი ნათლად. მიოპიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს და თვალის კაკლის ზრდასთან ერთად თანდათან პროგრესირებს)


სარას ფოტოები მოგვაგონებს იმპრესიონისტულ ტილოებს, ნახატებს ედგარ დეგას სულისკვეთებით. ბუნდოვანი, ბუნდოვანი ხაზები, ერთგვარი ნისლი - ეს ყველაფერი სარას შემოქმედებაა, მისი სამყაროა.



გთავაზობთ მის ნამუშევრებს!



ქალი, რომელმაც საკუთარი დაავადება ხელოვნებად აქცია



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0