x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
საუზმეზე და საკვებზე 18 საათის შემდეგ, უარის თქმა არ შეიძლება!

საუზმეზე უარის თქმა — იგივეა, მანქანით მგზავრობა, საწვავის ცარიელი ავზით. სრულფასოვანი საუზმე მხოლოდ ენერგიას კი არ გვაძლევს, კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრის დიაბეტის II ტიპის განვითარების რისკებს ამცირებს. დილის ტრაპეზი ყველა საჭირო მინერალს, მიკროელემენტს, ვიტამინს და ამინომჟავას შეიცავს. გარდა ამისა, ის იმუნიტეტს აძლიერებს და ძვალ-კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობას აუმჯობესებს.


image


კარგი საუზმის შემდეგ, ადამიანები სტრესისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი და სხვებთან ურთიერთობისას, უფრო თავშეკავებულები არიან, მუშაობისას, ყურადღება ნაკლებად ეფანტებათ, უფრო სწრაფად ფიქრობენ და ადვილად იმახსოვრებენ ახალ ინფორმაციას, ინარჩუნებენ მხნეობას მთელი დღის მანძილზე და ნაკლებად იღლებიან სამუშაოზე.
ადამიანების ერთი ნაწილისთვის, საუზმე ჩვევაა, ხოლო მეორე — მასზე საერთოდ უარს ამბობს. რატომ არ საუზმობენ? ზოგისთვის მიზეზი დროის სიმცირე, წონაში მომატების შიში ან უმადობაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი მიზეზებიდან, ყველაზე ხშირად, უმადობას ასახელებენ.
როგორც დიეტოლოგები ამტკიცებენ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც დილაობით უმადობას უჩივის, გაღვიძებიდან, არაუგვიანეს ნახევარი საათისა, ყოველდღიურად ისაუზმებს, 2-3 კვირის შემდეგ, მადა აუცილებლად გაუჩნდება.

რაც შეეხება გასუქების შიშს, ზედმეტი წონის გაჩენა საუზმის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია — ორგანიზმს წინ მთელი დღე აქვს იმისთვის, რომ დილით მიღებული კალორიები დახარჯოს. გვიანი საუზმე, ან კალორიული სადილი და ვახშამი, ბევრად უფრო საზიანოა გარეგნობისთვის, ვიდრე საუზმე.

ამას გარდა, ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის შენელება ხდება. ხოლო, გაღვიძების და საუზმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება. საუზმის გარეშე კი, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ამასთან, ორგანიზმში არ იქნება ფერმენტები, რომლებიც საუზმობის დროს და მის შემდეგ გამომუშავდება. სხვადასხვა შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, მხოლოდ შენელებული მეტაბოლიზმის გამო, წელიწადში 4-7კგ-ს იმატებენ.

არსებობს წონაში მომატების მეორე მიზეზიც: ის ვინც არ საუზმობს, სადილისთვის ისეთი მოშივებულია, რომ საჭიროზე მეტ საკვებს იღებს.

რაც შეეხება, საღამოს საათებში საკვების მიღებას, ფართოდ გავრცელებული აზრი, გვიანი წახემსების ზიანის შესახებ, მხოლოდ მითია! ამასთან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის 8 სთ-ზე საუზმობს და 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღებისგან, თავს იკავებს, მისი ორგანიზმი, 14 საათი მანძილზე, ენერგიის წყაროს გარეშე რჩება. რაც მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდია და ამასთან, ამ უმრავლესობა, საღამოს საათებში, შიმშილის გრძნობას განიცდის. მის "გადასაგორებლად" კი, ზოგი კითხულობს, ზოგი ტელევიზორს უყურებს... მაგრამ, საკმარისია, ეკრანზე საჭმელი გამოჩნდეს, ან მისი სუნი შეიგრძნონ, რომ კუჭის წვენის გამომუშავება ეწყებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვების გადამუშავებისთვის მომზადებას იწყებს. ამ დროს, კუჭში საკვების არ არსებობის შემთხვევაში, კუჭის წვენის ნაწილი ნაწლავებში გადადის და მის ამოჭმას იწყებს. გარდა ამისა, იზრდება კუჭის წყლულის და გასტრიტის გაჩენის რისკებიც. ამიტომ, დაძინებამდე, 3-4 საათით ადრე, მსუბუქ წახემსებას, ზიანის კი არა, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკვების მიღებაზე, ხანგრძლივი დროით, თავის შეკავების შემთხვევაში, ორგანიზმი სტრესს განიცდის და როგორც კი, კუჭში საკვები მოხვდება, მაშინვე მარაგის აღებას ცდილობს, რაც ადრე თუ გვიან, ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს.
ამრიგად, თავიდან რომ ავიცილოთ გასტრიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები, დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა და სხვა დაავადებები, დიეტოლოგების რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: მოვუსმინოთ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი იძლევა და საკვები მაშინ მივიღოთ, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგვიჩნდება. თუმცა, საუზმე არასდროს უნდა გამოვტოვოთ, მიუხედავად იმისა, გვაქვს, თუ არა, დილის საათებში, მადა ან დრო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "კანონზე მაღლა ვერავინ იქნება" – ბარაკ ობამა

* ჰიტლერის უკანასკნელი დავალება და სამარეში წაღებული საიდუმლო

* კარგი მოსავლის მიღების და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები, ქიმიური საშუალებების გარეშე

* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ



1
107
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
107
  
2023, 26 ივნისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1