x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უზბეკეთში საცურაო კოსტუმში მოცეკვავე გოგონებს აიძულეს შიდსზე ანალიზის ჩაბარება(ვიდეო)
image

იმიტომ რომ ჯანსაღი გოგო ასე არ შეიძლება ცეკვავდეს!



16 ივნისს სამარყანდში ახალი აკვაპარკი „ბაბილონი“ გაიხსნა. მისმა მფლობელმა მოაწყო, ერთი შეხედვით სტანდარტული საზეიმო გახსნა ასეთი შემთხვევებისთვის: ბლექჯეკითა და ცეკვებით.


მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიდეო ადგილობრივ საზოგადოებაში გავრცელდა, ზნეობის პოლიციამ გადაწყვიტა დაესაჯა როგორც ორგანიზატორი, ასევე გოგონები, რომლებმაც მოაწყვეს „მაცდუნებელი ცეკვები ნახევრად შიშველ მდგომარეობაში“ .



ისინი რატომღაც ვენერიულ დაავადებებზე შესამოწმებლად გაგზავნეს, ხოლო აკვაპარკის მფლობელს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევისთვის ახლა სასამართლოში მოუწევს სირბილი.


უცენზურო ცეკვების შემსრულებლები გამოიკვლიეს კანისა და ვენერიულ დაავადებებზე, ასევე აიღეს სისხლის ანალიზები შიდსზე, მათზე ჩატარდა ახსნა -განმარტებითი სამუშაოები.

"მოქალაქე დ.ნასიმოვმა უხეშად დაარღვია მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წესი და მოაწყო მასობრივი ღონისძიება 2000-მდე ადამიანის მონაწილეობით. დადგინდა, რომ ღონისძიებაზე მოცეკვავეთა ჯგუფმა უგულებელყო საზოგადოებაში ქცევის წესები და ნახევრად შიშვლები ასრულებდნენ უხამსს ცეკვებს"-ნათქვამია პოლიციის განცხადებაში


გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ნასიმოვის საქმე პოლიციამ სასამართლოს გადასცა. იქ, როგორც იტყობინებიან, კანონიერად გადაწყვეტენ, რა სასჯელი ელოდება უხამსი ღონისძიების ორგანიზატორს.


არა და აუზი საკმაოდ ლამაზი იყო და..... გოგონებიც!



1
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
200
  
2023, 23 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1