x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მემუქრებოდნენ მაგრამ ფეხი ვერ მომჭამეს" - ვის მუქარაზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს საჯაროდ მიმართავს და საკუთარი პირობის ასრულების შესახებ ამცნობს. ჩერგოლეიშვილის თქმით, მათ ჰქონდათ შანსი, თუმცა ის ვერ გამოიყენეს, ამიტომ დაპირებისამებრ, ცნობილ გეი დიზაინერებთან მან წერილების გაგზავნა და მათი ჰომოფობური პოზიციის გაცნობა უკვე დაიწყო:



"Anuki Areshidze


დავიწყეთ წერილების გაგზავნა.


ნახეთ, 2010 წელია, ჩემი ქმარი უშიშროების საბჭოს მდივანია.


მე არ მომწონდა ნაცების საგადასახადო უწყებების თავგასულობა და ამიტომ, ასეთებს ვიძახდით.
ბრაზობდნენ ძაან, მემუქრებოდნენ კიდეც - რბილად.
მაგრამ ფეხი ვერ მომჭამეს.


თქვენ გქონდათ შანსი ფუნდამენტური უფლებების მხარეს დამდგარიყავით, გაგებედათ და დაგეგმოთ თქვენი ქმრის ხელისუფლების სამარცხვინო პროპაგანდა, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ძალადობის და სიცოცხლის საფრთხეს უქმნის და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ თქვენმა ქმარმა ძალაუფლება შეინარჩუნოს.


მოკლედ, შანსი მოგეცით და თქვენ ვერ გამოიყენეთ.
ახლა იძულებული ვარ ცივილიზებული სამყარო დავიცვა თქვენგან და თქვენი პროდუქციისგან - რომელიც უმცირესობების ჩაგვრით შენარჩუნებული ძალაუფლების პირობებში იქმნება."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დიზაინერ ანუკი არეშიძეს საჯაროდ მიმართა, სადაც მოუწოდებდა რომ მეუღლის, კახა კალაძის "მაკდონალდსთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გაეკეთებინა, წინააღმდე შემთხვევაში ის მათ პოზიციას ყველა გეი დიზაინერს გააგებინებდა:


"ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა.

დაურეკავენ ჟურნალისტები.


კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა, და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ.


იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან.

პ.ს. სამწუხაროდ თამარ ივერი უფრო წარმატებულია თავის საქმეში, ვიდრე ეს ქალი - ამიტომ ისეთ სიამოვნებას ვერ მივიღებ, როგორიც თამარის დიდი სცენებიდან ჩახსნით მივიღე."- დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ჩერგოლეიშვილის ზემოაღნიშნული პოსტი დედაქალის მერის, კახა კალაძის "მაკდონალდსთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას მოჰყვა, სადაც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ცნობილი კვების ობიექტი სიბინძურის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

"როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ – მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში"- განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



შეგასენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელში "ბედნიერი მკითხველების" პროგრამის ფარგლებში, Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუში ერთი ბრუშურა ელტონ ჯონს ეძღვნებოდა. ბიოგრაფიაში წერია, რომ ის "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“. მოსახლოების ნაწილმა ბროშურაში მოცემული მასალა ლგბტ თემის პროპაგანდად შეაფასა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან. განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებმაც "მაკდონალდსის" მიერ ლგბტ თემის პროპაგანდა დაგმეს.



მალევე საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კვების ობიექტმა ცნობილი მომღერლის ელტონ ჯონის შესახებ ბროშურის გავრცელების გამო ჯერ ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი, განცხადებიდან ნაწილი ამოშალა. მოგვიანებით, განცხადების ახალი ტექსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:



"მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდის განცხადება:


ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაკდონალდს საქართველო ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მაკდონალდს გლობალის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს - ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებულები.



Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“ საბავშვო მწერლების სოფი ბიერისა და ემი ბლიქვილის ავტორობით. წიგნი, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ცხოვრება და კარიერაა აღწერილი, ჩინეთში დაიბეჭდა და იდენტური შინაარსით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაკდონალდსში, შესაბამისი ქვეყნების ენაზე ნათარგმნი.



აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, მაკდონალდს საქართველოს აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.



აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მუშაობდა მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდი. პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია კოკა-კოლას და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.



მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას.



ამასთან, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მაკდონალდს საქართველო დღიდან მისი დაფუძნებისა, მხარს უჭერს ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას და დღემდე სხვადასხვა შემეცნებითი წიგნებით, პროგრამებითა თუ კამპანიებით ხელს უწყობს პატარებში კითხვის შეყვარებას. ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000 შემეცნებითი შინაარსის წიგნი, რომელმაც წაახალისა ბავშვებში კითხვის სიყვარული.



მაკდონალდს საქართველოსთვის ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია", - ნათქვამია განცხადებაში.











0
81
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
81