საქართველო
“საქართველოს ახალი გერბი 2030 წელს" - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 22 ივნისი, 17:17
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გაწელილი ელარჯის ფოტოს შემდეგი შინაარსის სტატუსით აზიარებს:
"საქართველოს ახალი გერბი 2030 წელს."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტი.
შეგახსენებთ, რომ გაწელილი ელარჯი პოლიტიკურ კონტექსტში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ის ერთ - ერთ რესტორანში კრემლის იდეოლოგებს მიართვეს.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ პოზნერმა თბილისში მეგობრებთან და რუსული ესტრადის მომღერლებთან ერთად საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა. იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. "კომენდანტის" საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მას საქართველო დაეტოვებინა. პროტესტის მიუხედავად კი პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ. საფირო ელარჯის გაწელვაც სწორედ იმ დროს "ვინოტელში" მოხდა, სადაც რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ.