x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ მოულოდნელად სტუმარი გეწვიათ... "მაშველი" – ტორტი 1 საათში
image


ინგრედიენტები:


ბისკვიტი:


ფქვილი – 350 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 60 გრ.
შაქარი – 200 გრ.
გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ.
სოდა – 1/2 ჩ. კ.
ვანილინი – 1 ჩ. კ.
ლიმონის წვენი– 1 ჩ. კ.
კვერცხი – 2 ცალი
რძე – 200 მლ.
ზეთი – 100 მლ.
ანადუღარი და გაგრილებული წყალი – 200 მლ.


კრემი:


კარაქი – 150 გრ.
შესქელებული რძე – 230 მლ.


მინანქარი:


შოკოლადის ფილა – 100 გრ.
რძე – 50 მლ.


მომზადება:


1. ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი, ვანილინი (სოდის გარდა).

2. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ ზეთი, რძე და მიქსერით კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ წყალი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

3. დაამატეთ ერთმანეთში შერეული მშრალი ინგრედიენტები ნელ–ნელა > თან მიქსერით თქვიფეთ, დაბალ სიჩქარეზე.

4. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ლიმონის წვენი > დაამატეთ ცომს და ისევ კარგად ათქვიფეთ.

5. საცხობ ფირფიტაზე (ზომა – 40х30 სმ.) დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი > ჩაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.

6. გამოაცხვეთ, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

7. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კარაქი > თანდათანობით დაამატეთ შესქელებული რძე და მანამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

8. გაგრილებულ ბისკვიტს ჩამოაჭერით გვერდები და ორად გაყავით > ერთს გადაუსვით კრემის ნახევარი > ზემოდან მოათავსეთ მეორე ფენა და გადაუსვით დარჩენილი კრემი > წაუსვით კრემი გვერდებზეც.

9. მინანქრის მოსამზადებლად, შოკოლად გაადნეთ რძეში > გადაუსვით ტორტს ზემოდან.

10. დაფხვენით ბისკვიტის ჩამოჭრილი ნაჭრები და გააფორმეთ ტორტის გვერდები.



image

არხის სხვა სიახლეები:


* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* კლეოპატრას სიცოცხლის უკანასკნელი წელი და გარდაცვალების მიზეზი (ეს გველის შხამი არ არის

* "ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები



1
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
67
  
2023, 23 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1