x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უკრაინელს რუსი მირჩევნია და ყველაზე წაქცეული რუსი ვანია ბევრ აჭარელს მირჩევნია"-რა ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარში?
image

ტურისტულ სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბათუმის აგრარულ ბაზარში, პროდუქტებზე, წარწერები რუსულ ენაზე გამოჩნდა. სურსათზე წარწერებს სახელმწიფო ენაზე, თითქმის, არსად შეგხვდებათ. მოვაჭრეები, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, სრულ კომფორტს უქმნიან. მეტიც, სექციებს შორის, მანიშნებელი ბანერებიც კი, რუსულადაა გამოკრული.


"ქართულად რომ დავაწერო, რუსმა ქართულად კითხვა არ იცის... ვერ იმუშავებ, ამ პროდუქტს ქართველი არ ყიდულობს, რთულია ცხოვრება" -ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ტვ 25 -ის კორესპონდენტთან საუბარში.


"ერთ თეფში ვჭამდით და ერთ ლოგინში გვეძინა რუსებთან და სომხებთან"-ამბობს სხვა მოვაჭრე.


image


ერთ-ერთი მამაკაცი კი ამბობს: "უკრაინელს რუსი მირჩევნია და ყველაზე წაქცეული რუსი ვანია ბევრ აჭარელს მირჩევნია".



მანვე დასძინა, რომ 15 მოძმე რესპუბლიკაში მიესალმება რუსეთს, ყველაზე გლახა რუსის ქალსაც კი....



აი რას წერს კომენტარში ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მარკეტში მუშაობს:



"ხელისუფლების გაფუჭებულ ყველა საქმის გამოსწორებას მხოლოდ საწყალი ხალხისგან გამოსწორებას ნუ იცდილებს ნურავინ...შეხედეთ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას საავადმყოფოა სკოლაა თუ ორგანიზაცია ჯერ უცხო ენაზე აწერია და მერე ქართულად ეს არ გიჩანთ თვალებში თუ ხალხთან დავა გიადვილდებათ...მეც მარკეტში ვმუშაობ და მხოლოდ ქართულად ვესაუბრები მომხმარებელს მაგრამ ვინც ვერ იგებს ველაპარაკები მათ ენაზე აბა რა უნდა გავაკეთოთ მივკეტოთ კარები?ყველა ბოთლი მაცივარში ქართული ეტიკეტის მხრით მილაგია თქვენ ვერ გვასწავლით პატრიოტობას და ვერც აგვიკრძალავთ ტურისტს თუ ლტოლვილს მათ გასაგებ ენაზე დაველაპარაკოთ.ჯერ ის დიდი პრობლემა აღმოფხვერით საიდანაც მოდის ეს...იქნებ ისიც არ იცით ბათუმის ბულვარში სანაპიროზე სპეციალური ბარებია მათი გასახდელებით სადაც ადგილობრივებს არც აკარებენ და ქართველი ვიმეორებ ქართველი “მოსამსახურე'' ასე მოვიხსენიებ დამცინავი ღიმილით რომ გეტყვის ეს ყველასათვის არაზ ეს ტურისტისააო...სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.ის ბიჭი ვინც იყო ნეტა ხვდებოდეს რომ მისი ღიმილი მისი გამყიდველი სულის ნაწილია.მსგავსი შემთხვევები რამდენიც გინდათ...ამით იმის თქმა მინდა ასეთები გააკონტროლეთ და მოთხოვეთ პასუხი პატრიოტობაზე მაგრამ იცით რეაქცია და პასუხი ასეთი ქართველების და დაბალ ღობეებზე კი ხართ მაგრები".

4
458
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
458
  
2023, 18 ივლისი, 22:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4