x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კოკა-კოლას" თუ ჯოჯოხეთის სასმელად მიიჩნევს, ეს სტიქარივით რატო აქვს შემოხვეული"- რა ფოტოს ავრცელებს ეკა ხერხეულიძე

image


პარტია"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის "მაკდონალდსთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის "ბალენსიაგას" მოდურ ლაბადაში გამოწყობილ ფოტოს აზიარებს:


image


"ამის ორმაგმა სტანდარტმა ძალიან დამღალა.კოკა-კოლას თუ ჯოჯოხეთის სასმელად მიიჩნევს, ეს სტიქარივით რატო აქვს შემოხვეული."- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "მაკდონალდსთან" დაკავშირებით ატეხილ სკანდალს დედაქალის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა რომ სიბინძურის პროპაგანდას სახელი უნდა დაერქვას:

"როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ – მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში"- განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


P.S. ისე საინტერესოა დედაქალაქის მერი "გარყვნილი" დემნა გვასალიას ტრენდულ ლაბადას რომ იძენდა, მაშინ თუ ფიქრობდა პატარების გარყვნასა და სიბინძურეებზე. იმედია, ვატო შაქარაშვილს მისი "ლუქი" არ უნახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიქრებაც არ მინდა რას იზამდა.







0
863
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
863