x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტრ@სების რეკლამაში იყო კაცი და გარყვნილ ბიგმაკებს უცხადებს ბრძოლას“ - ვისზე საუბრობს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის " მაკდონალდსთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს "ფარისეველს" უწოდებს:


"არასდროს მეცინებოდა კალაძის ნიფხვიან ფოტოებზე და არც კომპრომატად ვთვლიდი. უკიდურესად მდაბიო იყო ჩემთვის ამ თემაზე ნათქვამი ყველა ხუმრობა და სტატუსი. მაგრამ ფარისევლობას აქვს საზღვარი. ტრუსების რეკლამაში იყო კაცი და გარყვნილ ბიგმაკებს უცხადებს ბრძოლას.



7 ნოემბერს რომ შემოვარდნენ – აპრავებდა.


სანდრო გირგვლიანს – აპრავებდა. მერე რაღაც არ აუშენეს და ოპოზიციაში გადავიდა. ოკ. ბევრს ეგონა, რომ შტერია. შტერი კი არაა ნაძირალაა და ეგ შტერობასაც არ გამორიცხავს. აბა ეგ როგორ უნდა ექნა საკუთარი თავისთვის? ნაცვლად იმისა, რომ ხალხის სიყვარული შეერგო, კორუფციისა და სიბნელის სიმბოლოდ იქცა. ვისღა ახსოვს მისი თამაშები. ჩაწყობილი ტენდერებით იგუგლება.


ჯერ მარტო ის არ ამომდის თავიდან როგორ მოექცა მის მეგობარს, შევჩენკოს და როგორ მოექცა უკრაინას. ქვეყანას, რომელიც მეორე სამშობლო უნდა ყოფილიყო მისთვის."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "მაკდონალდსთან" დაკავშირებით ატეხილ სკანდალს დღეს დედაქალის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა რომ სიბინძურის პროპაგანდას სახელი უნდა დაერქვას:


"როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ – მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ეს და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში"- განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.







0
269
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269