x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გმირმა ბებიამ შვილიშვილები პიტბულის თავდასხმისგან იხსნა
image

გმირი ბებია სასტიკად დასახიჩრდა, როდესაც შიშველი ხელებით შეებრძოლა მეზობლის პიტბულს, რათა დაეცვა თავისი ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი, შედეგადაც ქალმა დაზიანება მიიღო სახის, ფეხების და ხელების არეში.ამის შესახებ წერს Daily mail-ი.



რონდა სტიკნიმ მოტლიდან, შტატი მინესოტადან თქვა, რომ სახიფათო ცხოველი თავს დაესხვა მის 27 წლის ქალიშვილ ტიფანის, 4 წლის შვილიშვილ ჯაქსიენას და ორი წლის კეიაჰრას იმ დროს, როდესაც ისინი მათი სახლის კარის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.


50 წლის ქალი ინსტინქტურად ჩადგა შუაში აგრესიულ ძაღლსა და ბავშვებს შორის, რათა დაეცვა ისინი სავარაუდო სიკვდილისგან, შემდეგ კი გაგიჟებულმა ძაღლმა ფეხში ჩაავლო ქალს და ქუჩისკენ წაათრია.


image


აგრესიული ძაღლი ქალს მკლავსა და სახიდან აგლეჯდა ხორცის ნაჭრებს. სტიკნი ამტკიცებს, რომ მან მიახერხა და ძაღლს ყბაში ჩაავლო ხელი, რათა კიდევ არ ეკბინა, ამასობაში მოვიდა ძაღლის პატრონი და ძაღლი ძალის-ძალით შიგნით სახლში შეათრია.


შოკისმომგვრელი ფოტოები გვიჩვენებს ქალბატონ რონდაზე მიყენებულ დაზიანებების სიმძიმეს.

image

image

image

იგი საავადმყოფოში მანქანით გადაიყვანეს.


ხუთი შვილის დედა დარწმუნებულია, რომ ინციდენტის შემდეგ მას ნიკაპზე, თვალზე, მკლავზე და ფეხზე იარები მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაემჩნევა.


მან დაამატა: ”ჩემმა შვილიშვილებმა ნახეს ეს ყველაფერი. ჩემი ქალიშვილი კი კიოდა. "

image

საშინელი განსაცდელის შემდეგ სტიკნი პოლიციას დაუკავშირდა. ძაღლი არ მოკლეს, მაგრამ მეზობელი აიძულეს, რომ ამის შემდეგ ცხოველი მიკროჩიპის და ალიკაპის გარეშე არ გამოუშვას.


”პოლიცია მოვიდა და ისინი აპირებდნენ ჩაეთვალათ ეს ძაღლი ”პოტენციურად სახიფათო”, მაგრამ მე ვაჩვენე ჩემი დაზიანებები და მათ ის საშიშ ძაღლად ჩათვალეს.

პატრონი აიძულეს ჩიპის და ალიკაპის გარეშე გარეთ არ გამოუშვას. ეს არ არის ნორმალური, როცა ირგვლივ ბავშვები არიან“.




პიტბული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძაღლადაა მიჩნეული, ძაღლებისგან გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების 80% ამ ძაღლზე მოდის.


ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში პიტბული სრულად ან ნაწილობრივ არის აკრძალული, ხოლო აშშ-ის რიგ შტატებში აკრძალულია პიტბულის უნებართვოდ გამრავლება და ყოლა.


იხილეთ მსგავს თემაზე


22 წლის ბეტანი ლინ სტივენსი ვირჯინიიდან (აშშ)საკუთარმა ძაღლმა მოკლა ტყეში სეირნობის დროს, გოგონას დასახიჩრებული გვამი მას შემდეგ აღმოაჩინა პოლიციამ, როდესაც ბეტანის მამამ პოლიციაში განაცხადა ქალიშვილის დაკარგვის შესახებ. როდესაც პოლიციამ გოგონას გვამი აღმოაჩინა, ორივე პიტბული იქვე შორიახლოს იმყოფებოდა, ბეტანის სხეულზე 60 ჭრილობა აღენიშნებოდა....



აშშ-ში ფლორიდაში, 9 თვის ბავშვი ლიანა ვალინო(Liana Valino)პიტბულმა იმ დროს დაგლიჯა, როდესაც ბავშვი ის აივანზე, სავარძელში იჯდა. როგორც ბავშვის დედამ, ბრენდა ვილასინმა Miami Herald-ისთან განაცხადა, ბავშვი ბებიასთან დატოვა, წამოსვლის წინ ფეხები დაუკოცნა პატარას, თუმცა რამდნიმე საათში დაურეკეს და ამცნეს საშინელი ამბავი. როგორც პოლიციამ განაცხადა...


კანადაში 50 წლის ლიზა ლოიდი საკუთარ სახლში საკუთარ ძაღლმა სასიკვდილოდ დაგლიჯა, როდესაც ქალი ორი წლის შვილიშვილის დაცვას ცდილობდა, იუწყება CBC-ი. სამართალდამცავების განცხადებით ტრაგედია დატრიალდა კალგარის აღმოსავლეთით როკი ვიუს ოლქში შაბათ საღამოს, პიტბულმა ჯერ პატარას შეუტია, ბებიამ ბავშვის დაცვა ...



– ყოფილი ზამბიელი ფეხბურთელის, ფილიმონ მულალას მეუღლემ საკუთარი ქმარი, უკანა ბაღში მკვდარი იპოვა, მას შემდეგ რაც მისმა ძაღლებმა ფეხბურთელი სასიკვდილოდ დაგლიჯეს, როგორც ცოლი, ლილიანი აცხადებს, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ძაღლები ასეთი დაუნდობლები გახდებოდნენ პატრონის მიმართ. ლილიან ცილეშემ აღნიშნა, რომ ძაღლებმა მა...


ამის შესახებ ინფორმაციას ოპერის მომღერალი თამარ ივერი ავრცელებს: ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა.შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა, ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად.მოტოციკლეტის ავარიით.დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი. პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მ...


ძაღლმა 17 თვის ბავშვი სასიკვდილოდ დაგლიჯა - ძაღლი სახლში შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მიიყვანეს. განადგურებულმა ოჯახმა პატივი მიაგო საყვარელ 17 თვის გოგონას და თქვა: სამწუხაროდ, ძალიან დაგაკვლდები, მაგრამ არასოდეს დაგივიწყებთ". ბელა-რეი ბირჩს შინაური ცხოველი თავს, ორშაბათს, მის სახლში 15:50 წ...


ბებია გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც მიიღო კატასტროფული დაზიანებები იმ პიტბულისგან, რომელიც მან გადაარჩინა. 67 წლის ბრიტანელი ქალბატონი ენ შილდსი, (Anne Shields) დაგლიჯა ძაღლმა, რომელიც მშიერი ქუჩაში დაწანწალებდა, მან კი ესპანეთში, დასასვენებელ სახლში შეიფარა და მას უწოდა "ჩოქსი". მისმა ქალიშვილმა გამოც...

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0