x
image
თამილა გურაშვილი
"რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს.." - ნათია მიქიაშვილი თიკო ფეიქრიშვილის პოსტს აქვეყნებს

image
"რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისსში "ცნობილმა" ექიმებმა, თან არაერთმა. კანის კიბოს გარდა, რომელზეც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს, ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო, მოკლედ მოვძებნეთ სტამბულში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით, ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღაბად.
იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა ანთებააო, ხალხო სიმსივნე კი არა ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, რაც ალბათ კანისგან არისო, და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან, იმან უთხრა კიო, გავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ რომ დიაგნოზი დავსვათო, ჰოდა ეხლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა- ტი ტიო.
ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით." - ნათია მიქიაშვილმა მეგობრის თიკო ფეიქრიშვილის პოსტი დადო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.
0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0