საზოგადოება 4 საუკეთესო საზაფხულო ფილმი, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყურო 2023, 19 ივნისი, 13:23
იხილეთ 4 საუკეთესო საზაფხულო ფილმი, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო:
1.Mamma Mia - მამა მია 2000-იანი წლების შეუდარებელი ფილმი ზაფხულში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ. ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას უნდა რომ ბავშვობის სურვილი აიხდინოს და ის მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს, თუმცა სოფიმ არ იცის ვინ არის მისი მამა, რადგან დედა ვინაობას არ უმხელს. სოფი დედის დღიურს იპოვის, სადაც დედა სამ მამაკაცზე საუბრობს. სოფი სამივეს გაუგზავნის ქორწილის მოსაწვევს. 2.Dirty Dancing - ბინძური ცეკვები 17 წლის ფრენსის ჰაუსმენი, ზედმეტსახელად "ბეიბი" მორიგ მოწყენილ ზაფხულს ელის ქეთსკილზში, სადაც ოჯახთან ერთად ჩადის. მდიდრების მოსაწყენი ბანაკი ბეიბისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდება. იგი თავისუფალი სულის პატრონ, პროფესიონალ მოცეკვავეს გაიცნობს, რომელიც შეუყვარდება. 3.Adventureland - თავგადასავლების სამყარო ახალგაზრდა კურსდამთავრებული ჯეიმს ბრენანი ევროპის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებას ვერც კი ბედავს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ის იძულებულია ატრაქციონების პარკში ყველაზე სულელურ და დაბალანაზღაურებად სამსახურში იმუშაოს, თუმცა თავგადასავლები სწორედ მაშინ იწყება. 4.My Girl - ჩემი გოგონა აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში „ჩემი გოგონა“ არ გამოგრჩეთ. 11 წლის ვეიდა სალტენფასი მამასთან და ბებიასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობს. მის მამას დამკრძალავი ბიურო აქვს, რომლის ოფისიც მათ სახლში სარდაფშია განთავსებული. დაკრძალვის ატმოსფერო, რომელიც სახლში მეფობს დამთრგუნველად მოქმედებს გოგონაზე. ის საუკეთესო მეგობართან ერთად ზაფხულს ატარებს. 42 1-ს მოსწონს
|