საზოგადოება 10 წიგნი, რომლებიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ 2023, 19 ივნისი, 13:16 10 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ:1. ალექსანდრე გრინის „ალისფერი იალქნები“ – ეს ლამაზი და რომანტიული ზღაპარი ჩვენთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, რომელიც ასოლზე და გრეიზეა და მათ ურყევ რწმენაზე. 2. ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი მსოფლიო ლიტერატურაში. ნაწარმოების მთავარი თემაა ალექსის მოგზაურობა ახალგზარდობიდან მოწიფულობამდე. „მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“ -ეს რომანის დევიზია. 3. რეი ბრედბედერის „აპრილის ჯადოსნობა“ – ეს ძალიან უბრალო და პატარა მოთხრობაა ცალმხრივ სიყვარულზე. მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი მწერალი უხსნის ყველა ახალგზარდა ქალს, რომ უპასუხო სიყვარული ყველაზე ჯადოსნური რამ არის, რაც მათ შეიძლება თავს გადახდეთ. 4. უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ – ეს არის შემზარავი ისტორია ბრიტანელი მოსწავლეების გართობაზე უკაცრიელ კუნძულზე. ავტორი საუბრობს თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას საერთო არაფერი აქვს უდანაშაულობასთან.5. ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“ – უდიდესი მწერლის დაუჯერებლად ძლიერი რომანი, რომლის პროზა დროს უძლებს. ეს არის ლამაზი და სულისშემძვრელი ისტორია მარტოობაზე, დიდ სიყვარულსა და ცხოვრების ღირებულებებზე 6. ჯორჯ ორუელის „1984“ – მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1949 წელს დაიწერა, ლიტერატურული და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც ავტორი ეხება, კვლავინდებურად აქტუალურია. წიგნი არ არის რეკომენდირებული მგრძნობიარე ადამიანებისთვის ორსულებისთვის და მათთვის, ვინც თვითმკვლელობისკენ არის მიდრეკილი. დანარჩენებმა კი ის უბრალოდ აუცილებლად უნდა წაიკითხონ. 7. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ეს ისტორია დაწერილია ბავშვის სახელით, რომელიც მოგვითხრობს სამართლიანობასა და ცრუწმენებთან ბრძოლაზე. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე რასობრივი უთანასწორობის საშიშროებაზე და აღზრდის პრობლემებზე. 8. ერნესტ ჰემინგუეის „ვისთვის რეკს ზარი“ – მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე წიგნი – სიკვდილზე, ომისიდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასადა დაუჯერებელ სისასტიკეზე. 9. ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ – წიგნი ნამდვილი შედევრია. იგი გადმოგვცემს ისტორიას, აღწერს ადამიანთა ბედს. ავტორი ხაზს უსვამს ხალხის დრამატულობას, რაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს მკითხველს. 10. ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ – ისტორია მოსწავლე ოლია მეშერსკაიაზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე. 43 1-ს მოსწონს
|