სხვა 8 დღე მიწისქვეშ – ცოცხლად დამარხული ჩვილი, რომელიც გადარჩა 2023, 19 ივნისი, 15:43 2015 წლის მაისში, სამხ. ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ფერმერების ოჯახში კურდღლის ტუჩიანი ბიჭი დაიბადა. მშობლებმა მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს, ახალშობილი მუყაოს ყუთში ჩააწვინეს და სასაფლაოზე წაიყვანეს, სადაც ის 2 დღე მიგდებული იყო. შემდეგ, იქ წყვილის ნათესავები წავიდნენ. მათ ჩათვალეს, რომ ბავშვი ამ ხნის მანძილზე, მოკვდებოდა და ყუთითვე დამარხეს. ჩვილმა მიწის ქვეშ 8 დღე გაატარა, ვიდრე ის ლუ ფენგლიანმა აღმოაჩინა, რომელიც სასაფლაოს მახლობლად მცენარეებს აგროვებდა. სწორედ მან გაიგო ტირილის ხმა, რომელიც მიწის ქვემოდან მოდიოდა. ქალმა საფლავი გათხარა და ბავშვი აღმოაჩინა, რომელიც იმის წყალობით გადარჩა, რომ მუყაო ჰაერს და წვიმის წყალს ატარებდა. ამის შემდეგ, ლუმ პოლიცია გამოიძახა და ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უმკურნალეს და სულ მალე, გამოჯანმრთელდა კიდეც. იმავე წელს, მსგავსი ფაქტი აშშ–შიც მოხდა: 2015 წლის ნოემბერში, 2 ქალბატონი კომპტონის (პატარა ქალაქი კალიფორნიაში) პარკში სეირნობდა. უეცრად, მათ ბავშვის ტირილი შემოესმათ, რომელიც, თითქოს, მიწის ქვემოდან მოდიოდა. მათ ფაქტის შესახებ, მაშინვე პოლიციას აცნობეს. ამ საშინელ ისტორიაში, კიდევ ერთი რამე იქცევდა ყურადღებას: ბავშვი იმ საავადმყოფოს პლედში იყო გახვეული, რომელშიც ამ ქვეყანას მოევლინა და სამართალდამცველებმა ადვილად დაადგინეს ჩვილის დედის ვინაობა. ქალი ბავშვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. არხის სხვა სიახლეები:* უბრალოდ, საინტერესო ფოტო–ნაკრები* ცხოვრების 15 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს* არტეფაქტების კვალდაკვალ – ადამიანი დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ253 3-ს მოსწონს
|