x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: ფერმერმა და ყოფილმა პოლიციელმა შიშვლებმა იბანავეს რძის სამრეწველო ქვაბში
image
ინციდენტი მოხდა ადგილობრივი მეწარმის ფერმაში სემიკარაკორსკის რაიონის სოფლის სუსატსკის დასახლებაში, როსტოვის ოლქში, ფერმერმა და ყოფილმა პოლიციელმა შიშვლებმა რძის სამრეწველო ქვაბში იბანაეს. დეტალებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა სემიკარაკორსკის რაიონის სოფლის სუსატსკის დასახლებაში ადგილობრივი მეწარმის ფერმაში მოხდა. 15 ივნისს რეგიონულ საზოგადოებაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ორი ადამიანი, რომლებიც ბანაობენ თეთრი სითხით სავსე სამრეწველო ქვაბში, რომელიც რძეს ჰგავს.




ადგილობრივმა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი ადგილობრივი ფერმერი მეურნეობის ხელმძღვანელი დიმიტრი განჟენკოა და მეორე ყოფილი პოლიციელი მაქსიმ მასლაკოვი, რომელიც ამჟამად მუშაობს უსაფრთხოების ინსპექტორად სუსატსკის სოფლის დასახლების ადმინისტრაციაში. ვიდეოზე დიალოგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ გადაწყვიტეს „გაახალგაზრდავება“.




„საიდან დაასკვენით, რომ რძეა? ეს სხვა სითხეა. არ ინერვიულოთ, ეს რძე არ არის. ვიბანავეთ, მერე ეს კასრი გარეცხეს. ეს მხოლოდ ქიმიკატებია, წყალი მათზე ასე რეაგირებდა.“ -აცხადებს დიმიტრი განჟენკოს მეუღლე. ქალი ამ ვიდეოს გამავრცელებლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა, მეორე ვერსიით, ქვაბში ქიმიკატები კი არა, მაწონია, რომელიც უკვე უტილიზაციას ექვემდებარებოდა. ამის შესახებ სემიკარაკორსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განაცხადა.



მოგვიანებით ფერმერმა დიმიტრი განჟენკომ და მისმა მეგობარმა ყოფილმა პოლიციელმა მაქსიმ მასლაკოვმა მოინანიეს ქმედება. მათ განუმარტეს, რომ ეს ვიდეო 2 თვის წინ გადაიღეს, როცა დიმიტრი განჟენკომ ეს საწარმო იქირავა, ხოლო სამრეწველო ქვაბში რძე არ იყო.- აცხადებს ფერმერი.



0
228
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0