მსოფლიო პირველ პაემანზე დაშვებული შეცდომები... 2012, 10 აპრილი, 17:34 გახსოვდეთ, პრინცი თქვენი დაქალი არ არის. ყოფილ მეგობარ ბიჭებზე არ მოუყვეთ. ასევე, თუ თქვენი პირველი შეხვედრა მომდევნო ეტაპებზე გადავა და მას მეორედ და მესამედაც ნახავთ, „ყოფილებზე“ ჯობია არც მერე მოუყვეთ, ვითომ არც კი არსებობენ ბუნებაში. თუ არ იცით, როგორ შეავსოთ საუბრისას შექმნილი პაუზა, გატაცებებსა და ინტერესებზე ჰკითხეთ რაიმე. შეცდომა მესამე: ბევრი ალკოჰოლი ბანალური იქნება, რომ გითხრათ პირველ შეხვედრაზე ლუდი და არაყი არ უნდა აურიოთ დ არ გამოთვრეთ მეთქი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქალს ისე არაფერი უხდება, როგორც ფხიზელი, გულწრფელი ღიმილი და სწორ ხაზზე გამართული სიარული. ამიტომ, პირველ შეხვედრაზე თავზე კონტროლს ნუ დაკარგავთ. შეცდომა მეოთხე: მანერები იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პარტნიორი სასაცილო ანეკდოტს გიყვებათ, ცხენივით სიცილს ნუ დაიწყებთ. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები. შეგიძლიათ რამდენიმეჯერ გაიცინოთ, წამოწითლდეთ და საკმარისია. კარგ მანერებში ასევე შედის დანა–ჩანგლის გამოყენება და არა ხელით ჭამა. შეცდომა მეხუთე: საკუთარი შეცდომების გახსენება მაგალითად, პირველი შეხვედრა დასრულდა და ერთმანეთს დაშორდით. სახლისკენ მიმავალი ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა შეცდომები დაუშვით, რა თქვით და გააკეთეთ არასწორად. ეს მტკნარი სისულელეა და მის გამო ღამე უძილობა არ ღირს. გახსოვდეთ, ძილი ქალების სილამაზის საიდუმლოა, ის თქვენს ახალგაზრდობასა და პოზიტიურ განწყობაზე ზრუნავს. 45 2-ს მოსწონს
|