x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
პირველ პაემანზე დაშვებული შეცდომები...
12:06 10.04.2012 [ნინო კოჭლამაზაშვილი] ყველა ქალის მეხსიერებაშია შემონახული პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები. რა თქმა უნდა, ყველა პირველი შეხვედრა არ არის მომაჯადოებელი და მომხიბლავი. ხშირად ხდება, რომ სიმპატიური ყმაწვილი, ყოველ შემთხვევაში ფოტოზე ასე ჩანდა, ორ სიტყვასაც ვერ აბამს ერთმანეთს, ენა ებმება, სულელივით იცინის საკუთარ აზრებზე. ამჯერად, ამ შემთხვევას არ განვიხილავთ. ცოტა ხნით დავუშვათ, რომ ამგვარი აღწერილობის მამაკაცები არ არსებობენ და წარმოვიდგინოთ, ჩვენს წინ ტიპიური პრინცი ზის და საშინლად გვსურს თავი მოვაწონოთ.

შეცდომა პირველი: ტანისამოსი

ნუ გამოეწყობით პირველი შეხვედრისათვის, თითქოს დედოფალ ელისაბედთან მიღებაზე მიდიხართ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კოქტეილის კაბა დროული იქნება, ეს თქვენს ფიგურას უფრო მოხდენილს წარმოაჩენს, მაგრამ თუ იცით, რომ სასეირნოდ მიდიხართ, შედარებით კომფორტული ფეხსაცმელი აირჩიეთ.

შეცდომა მეორე: აკრძალული თემები


გახსოვდეთ, პრინცი თქვენი დაქალი არ არის. ყოფილ მეგობარ ბიჭებზე არ მოუყვეთ. ასევე, თუ თქვენი პირველი შეხვედრა მომდევნო ეტაპებზე გადავა და მას მეორედ და მესამედაც ნახავთ, „ყოფილებზე“ ჯობია არც მერე მოუყვეთ, ვითომ არც კი არსებობენ ბუნებაში. თუ არ იცით, როგორ შეავსოთ საუბრისას შექმნილი პაუზა, გატაცებებსა და ინტერესებზე ჰკითხეთ რაიმე.

შეცდომა მესამე: ბევრი ალკოჰოლი

ბანალური იქნება, რომ გითხრათ პირველ შეხვედრაზე ლუდი და არაყი არ უნდა აურიოთ დ არ გამოთვრეთ მეთქი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქალს ისე არაფერი უხდება, როგორც ფხიზელი, გულწრფელი ღიმილი და სწორ ხაზზე გამართული სიარული. ამიტომ, პირველ შეხვედრაზე თავზე კონტროლს ნუ დაკარგავთ.

შეცდომა მეოთხე: მანერები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პარტნიორი სასაცილო ანეკდოტს გიყვებათ, ცხენივით სიცილს ნუ დაიწყებთ. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები. შეგიძლიათ რამდენიმეჯერ გაიცინოთ, წამოწითლდეთ და საკმარისია. კარგ მანერებში ასევე შედის დანა–ჩანგლის გამოყენება და არა ხელით ჭამა.

შეცდომა მეხუთე: საკუთარი შეცდომების გახსენება

მაგალითად, პირველი შეხვედრა დასრულდა და ერთმანეთს დაშორდით. სახლისკენ მიმავალი ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა შეცდომები დაუშვით, რა თქვით და გააკეთეთ არასწორად. ეს მტკნარი სისულელეა და მის გამო ღამე უძილობა არ ღირს. გახსოვდეთ, ძილი ქალების სილამაზის საიდუმლოა, ის თქვენს ახალგაზრდობასა და პოზიტიურ განწყობაზე ზრუნავს.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:roma frater
roma frater
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0