საქართველო
"ეს ლაჩარი... ეს ფსკერის ბინადარი"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2023, 17 ივნისი, 19:15
პარია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი გორში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს.
"ეს ლაჩარი ვატო შაქარაშვილი ზუსტად ასე იქცეოდა, (სამარცხვინო შეფასება -განცხადება გააკეთა )იმ თავდასხმის შემდეგ ჩვენს ოჯახს რომ თავდასხმა მოუწყვეს ქუთაისის აეროპორტში 2018 წელს ( ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს წევრი იყო) სულ ოთხნი -ოთხი "ქუცანა", ვიდრე ვიდეო კადრები არ გამოჩნდა მანამდე სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდა ეს ფსკერის ბინადარი შაქარაშვილი, შემდეგ უკვე ვიდეო რომ დაიდო, კადრები აღარ მოეწონა, მიხვდა რომ შესაძლებელია თურმე, რომ ერთი კაცი სულ მარტო ღირსეულად იცავდეს ოჯახს -ქალებს, ხელისუფლების პოლიციის მიერ ზურგამაგრებული ხელის ბიჭებისგან, ჩემს ბავშვობაში ამ ტიპის კაცებს "რაღაცას" ეძახდნენ, მგონი ახლაც იგივე ეძახიან, ხომ ვერ გამახსენებთ რას?!
P.S
შენ კი, ზურა ჯაფარიძე რა გითხრა -მაგრა იყავი, სამარცხვინო თავდასხმაა ამ აღვირახნილი ხელისუფლების ქვეყანაში !"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გორში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე თავდასხმას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მალევე გამოეხმაურა და განაცხადა რომ მას "პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფის გამო მოხვდა".
აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა რეაგირებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ "გირჩელები" დაარწმუნა რომ ადევნება სწორედ თბილისიდან მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა ასევე ხელისუფლების პროპაგანდისტი მედია საშუალება "POSTV"-იც.