x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511363
ხევსურები

ხევსურნი

ხევსურები უძველესი დროიდან ქართლის მეფეებისგან გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან და მათ ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა და სამეფო ლაშქარში გასვლა. მებრძოლი ბუნების ხევსურებს ქვეყნის მთიანი მხარე ეჭირათ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, იცავდნენ ჩრდილოეთ საზღვარს და ომიანობის ჟამს კარგად შეიარაღებული ჯარი გამოჰყავდათ. მათ მუდმივად სამამაცო საქმეებზე და ბრძოლაზე ეჭირათ თვალი, ოღონდ კი ომიანობის ხმისთვის ყური მოეკრათ, მიწას თავს მაინებებდნენ და იარაღს აიღებდნენ ხელში. შინაური თუ გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა და საზღვრის სიახლოვე ხევსურებს აიძულებდათ უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე ვიდრე მეურნეობაზე. მათთვის განუყრელი იყო ფარ-ხმალი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყვნენ სალაშქროდ. ხევსურისთვის მიუღებელი იყო ყველაფერი რაც იარაღს, ომს, ნადირობას არ ეხებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო ხევსური სიცოცხლეს სიცოცხლედ არ მიიჩნევდა. პირადი იარაღი, ვაჟკაცობა, მეგობრობა და თავისუფლების სიყვარული იყო ლაზათი მისი არსებობისა, მისი პოეზია, ლხინი და ვნება.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ნადიბაიძე
ნოდარ ნადიბაიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0