x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ გაინტერესებთ ფსკერი როგორია - აი, ინებეთ"- რატომ დაუპირისპირდა გურამ შეროზია სალომე გოგიაშვილს

image


ბლოგერი, მარკეტერი, ანტრეპრენერი და რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი ტელეწამყვანის სქრინს აზიარებს და გოგიაშვილს სოციალური ქსელის მომხმარებლის გარეგნობაზე ქილიკის გამო "ფსკერს" უწოდებს:


"თუ გაინტერესებთ ფსკერი როგორია - აი, ინებეთ ???? არ მინდა რამე ვთქვა კიდევ, მიჭირს ამ სქრინის შემდეგ ფრაზების კონტროლი ????


ეს ხალხი რას ვერ იგებს ეს გამაგებინა ნეტა ???? გოგონამ მიწერა კრიტიკული წერილი გოგიაშვილს და ამან ვიზუალზე დასცინა, სქრინშიც ნათლად ჩანს"- წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში და გოგიაშვილის მიმოწერის ზემოაღნიშნულ სქრინს აზიარებს.


image


ყველაფერი კი ყოფილი ტელეწამყვანის ლგბტ თემის შესახებ გავრცელებული პოსტით დაიწყო, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. უცვლელად გთავაზობთ გოგიაშვილის სკანდალურ ფეისბუქპოსტს:


"ახლა უკვე მეცინება, მაგრამ წლების წინ, როდესაც იმედის დილის ეთერის წამყვანი ვიყავი, ელტონ ჯონის ოჯახში მატება, ანუ არ მახსოვს პირველი შვილი უნდა მეხარებინა თუ მეორე მაყურებლისთვის, ამაზე აღშფოთება რო გამოვთქვი სამსახური დამატოვებინეს???? იმდროინდელმა დირექტორმა იცით რა მითხრა?! შენ ტელევიზია საფრთხეში ჩააგდეო...


ეხლა რო ეყურებინა ელტონს და ეჩივლა შენ გადაიხდიდი მერე დაკისრებულ ჯარიმასო????????‍♀️ რაზეც გინდა უზრდელი მეძახეთ, მაგრამ ის ვუპასუხე რაც ეხლა თქვენც გაიფიქრეთ! მაშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, პრესკომფერენციებიც გავმართეთ, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა სასამართლომაც კი... არავინ არ დაგვიდგა გვერდში.!


რამაც სამწუხაროდ მიგვიყვანა იქამდე რომ დღეს უკვე ბავშვებს ასწავლიან როგორი კარგია როცა ორწვერებიან კაცს ჰყავს შვილი!???? მე არავის პირადში არ ვერევი და ვთვლი ყველას თავისი ხედვა აქვს სიყვარულზე! გაგიმარჯოთ ყველას, მაგრამ ბავშვებს და მათ ვისაც არ გვინდა თქვენი ოჯახური ამბების ყურება ძალით ნუ გვტენით, იმიტომაც იწვევთ აგრესიას თორემ საძინებელში ვინ რას იზამს არავისი საქმე არაა!!


მოკლედ, რისი თქმა მინდა, მადლობა რომ ახლა ხალხი უფრო აქტიურია და მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც თავისი შვილების ინტერესები დაიცვა. იგივე მინდოდა მე მაშინ, მაგრამ იმ დროს ჩვენ ცოტანი ავღმოვჩნდით..



მიხარია, რომ წლების წინ ჩვენმა გამოთქმულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ♥️ ✊"- დაწერა გოგიაშვილმა პირად გვერდზე.







0
108
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
108