სხვა მამაკაცი საკუთარ დაკრძალვაზე ჭირისუფალს შვეულმფრენით გამოეცხადა 2023, 15 ივნისი, 11:43 ![]() 45 წლის დევიდ ბერტენმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, რათა ენახა, როგორ რეაგირება ექნებოდათ მის ოჯახს და მეგობრებს. ბოლო პერიოდში, ბელგიელის თქმით, ის დიდი სანათესაოდან სითბოს ვეღარ გრძნობდა და თავს მივიწყებულად და მიტოვებულად თვლიდა. "არასდროს არსად აღარ მიწვევდნენ. ვეღარავინ მამჩნევდა. ჩვენ ყველა დავშორდით ერთმანეთს", - წუხდა ის, როცა უყურებდა და-ძმას და სხვა ნათესავებს, როგორ შორდებოდნენ ერთმანეთს. სწორედ მაშინ გაუჩნდა ბერტინს ეს იდეა, რომელიც ფარულად გაუზიარა ცოლ-შვილს. ისინი დაეხმარნენ ბელგიელს გეგმის განხორციელებაში და ყველა ახლობელს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს. შვილებმა სოციალურ ქსელებშიც დატოვეს ამაღელვებელი კომენტარები „რატომ დაგვტოვე, მამა“ . დანიშნულ დროს დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდნენ ბერტენის ახლობლები და მეგობრები, შემდეგ კი, უცებ ჯადოქარივით, ლურჯი ვერტფრენით ზეციდან მოევლინა თავის ახლობლებს და ნათესავებს თავად დღის გმირი. ![]() – გეფიცები, ვიტირე და მერე შოკი მქონდა, მეგობარო, ძალიან გვიყვარხარ, –იმორებდა ის დაუსრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მეგობარმა მოატყუა. ![]() თუმცა თავად ოინის მომწყობი ამბობს, რომ იდეა ღირებული იყო და 100%-ით წარმატებული გამოდგა . მოგვიანებით დაკრძალვაზე არ(ვერ) მისულმა ნათესავებმაც კი დარეკეს და თქვეს, რომ უხარიათ, რომ მათი საყვარელი ადამიანი ცოცხალია. ჩვენ გვჯერა, რომ დიახ ასეა. მაგრამ ბელგიელი როცა მართლა მოკვდება, ვინ მინ მის დაკრძალვაზე? 135 2-ს მოსწონს
|