x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “წინ იტალია"-ს დამფუძნებელი სილვიო ბერლუსკონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. Corriere della Sera-ს ცნობით, პოლიტიკოსი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.image

ამ გაზაფხულზე ბერლუსკონის ლეიკემიისა და პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, 9 ივნისს ის კიდევ ერთხელ მოათავსეს საავადმყოფოში. მანამდე პოლიტიკოსი სან რაფაელში იმყოფებოდა 45 დღის განმავლობაში - აპრილის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე. პირველი გამოწერის შემდეგ, ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. მაშინ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი გამოჯანმრთელდა და ლეიკემიის მკურნალობის ურთულესი ეტაპი გაიარა.

ბერლუსკონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იყო. პარტია Forza Italia-ს დაარსებამდე ის უძრავი ქონების და მედია ბიზნესით იყო დაკავებული. 1980 წელს ბერლუსკონიმ დააარსა იტალიაში პირველი კერძო სატელევიზიო არხი Canale 5 და 90-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე ფლობდა სამ სატელევიზიო ქსელს, მთავარ გამომცემლობას და კიდევ 150-მდე კომპანიას. ბერლუსკონი ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერ მინისტრი - 1994, 2001, 2005 და 2008 წლებში. 2011 წელს მან თანამდებობა დატოვა მთელი რიგი სკანდალებისა და დევნის შემდეგ - პოლიტიკოსი ეჭვმიტანილი იყო სექს-წვეულებების მოწყობაში და არასრულწლოვანთან რომანში.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0