x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
აი, რა ცვლილებები მოხდება სხეულში, თუ 28 დღის განმავლობაში არ მიიღებთ ალკოჰოლს
დღესასწაულებზე ხშირად გვავიწყდება რომ ალკოჰოლი ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის და მის რეგულარულ გამოყენებას ბევრი უსიამოვნო შედეგი მოჰყვება. მეორეს მხრივ, ალკოჰოლზე უარის თქმა ზუსტად საპირისპიროა – ის აუმჯობესებს ჯანმრთელობას.image

1. პირველი კვირა

გაგიკვირდებათ, მაგრამ ალკოჰოლზე უარის თქმის პირველივე კვირაში მადა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. თუ ადრე საჭმლის ნაცვლად ერთი ჭიქა ლუდის დალევა შეგეძლოთ, უპირატესობას რაღაც მსუყეს და, როგორც წესი, ტკბილს მიანიჭებთ.
სხვათა შორის, საკვების ალკოჰოლით ჩანაცვლების ჩვევა ალკოჰოლიზმის 9 ნიშნიდან ერთ-ერთია.
გარდა ამისა, მალე შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ძილის ხარისხი. მართალია, პირველი დღეები იოლი არ იქნება... ვინც მიჩვეულია დაძინებას ალკოჰოლის დახმარებით, შეაწუხებს თავის ტკივილი, უძილობა და შფოთვა. ასე რეაგირებს ორგანიზმი მიმდინარე ცვლილებებზე.
image

2. მეორე კვირა

უკვე მეორე კვირიდან დაიწყება ღვიძლის ნელი წმენდა, რადგან მოგეხსენებათ, ალკოჰოლის მიღებისას მისი უჯრედები თანდათან ნადგურდება, ზედაპირზე წარმოიქმნება ერთგვარი ნაწიბურები. საბედნიეროდ, ამ ორგანოს აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
გამოჯანმრთელების პერიოდის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს და ხშირად სვამდა ადამიანი ადრე. თუ მას ძალიან არ უყვარდა ალკოჰოლი, წმენდა ბევრად უფრო სწრაფი იქნება.
ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სასიამოვნო მომენტს, რადგან მათი კანი ღვიძლთან ერთად იწმინდება. გარდა ამისა, უკვე მეორე კვირაში გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მონელება და ნორმალიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა.
image

3. მესამე კვირა

უკვე მესამე კვირას ალკოჰოლის გარეშე, თქვენ შეამჩნევთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარეგნულ ნიშნებს. თვალების ქვეშ მუქი წრეები გაქრება, სისხლჩაქცევები და შეშუპება სახეზე გაქრება, კბილები მეტად გათეთრდება.
სხვათა შორის, რაც შეეხება კბილებს. ალკოჰოლისგან 20-დღიანი თავის შეკავების შემდეგ, კბილის მინანქარი გაცილებით გაძლიერდება ნერწყვის ნორმალიზების გამო.image

4. მეოთხე კვირა

მეოთხე კვირას გოგოებისთვის ყველაზე სასიამოვნო რამ მოხდება – შესამჩნევი წონის დაკლებას შეამჩნევენ. ერთ თვეში მხოლოდ ალკოჰოლზე უარის თქმით, შეგიძლიათ დაიკლოთ დაახლოებით 4-6 კგ.
ასევე, სასმელისგან 28-დღიანი თავშეკავებით, თქვენი წნევა ნორმალიზდება, რაც ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.image












1
326
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
326
  
2023, 14 ივნისი, 0:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1