x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე: 5 არაორდინარული ისტორიული ფოტო, რომლის მიღმაც საიდუმლოებებითა და ტრაგედიებით სავსე ისტორიები იმალება

image


ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივი ფოტოც კი შესაძლოა საშინელი ისტორიის მატარებელი იყოს, ზოგიერთი ასეთი კადრი ადამიანს დანახვისთანავე ჟრუანტელს ჰგვრის. ფოტოებზე ადამიანები შეიძლება იღიმოდნენ, მხირულობდნენ, ბედნიერადაც კი გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თქვენ წინაშეა რეტრო ფოტოები, რომლებიც ტკივილისა და სიკვდილის ძალიან საშინელ ენერგეტიკას ატარებს.



1. ავიახაზები "Japan Airlines"-ის რეისი 123 -ის ფოტო, სანამ ის იაპონიის თავზე კატასტროფას განიცდიდა


image


იაპონიის ავიახაზების საბედისწერო რეისის ამ ფოტოზე თითქოს არაორდინარული არც არაფერი ხდება, თუმცა კადრი გადაღებულია რამდენიმე წამით ადრე, სანამ თვითმფრინავი მთას შეეჯახებოდა. რა თქმა უნდა, მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები უკეთიათ, თუმცა ყველა მათგანი მაინც მშვიდად გამოიყურება. 123-ი რეისის მგზავრებისთვის 1985 წლის 12 აგვისტო სრულიად ჩვეულებრივი დღე იყო, ვიღაც დასასვენებლად მიდიოდა, ვიღაც ოჯახს სტუმრობდა, მაგრამ როგორც კი "Boeing 747"-ი 7, 3 კმ სიმაღლეზე აფრინდა, პილოტმა სიმაღლის კარგვის შესახებ გამოაცხადა. თვითმფრინავი 3 კმ-მდე დაეშვა, თუმცა ტოკიოს აეროპორტში დაბრუნების შანსები სულ უფრო კლებულობდა. აფრენიდან 45 წუთის შემდეგ თვითმფრინავი ტაკამაგაჰარას მთას შეეჯახა. კატასტროფის ადგილზე მისასვლელად მაშველებს 14 საათი დასჭირდათ, ბორტზე მყოფი 524 ადამიანიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა.




2. მონღოლეთში სიკვდილმისჯილი ქალი, 1913 წელი


image


ფრანგი ფოტოგრაფის ალბერტ კანის მიერ 1913 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია ქალი, რომელსაც შიმშილით ნელი და მტანჯველი სიკვდილი მიესაჯა. ის ხის ყუთში მოათავსეს და უდაბნოში დატოვეს. რაც კიდევ უფრო უარესია, მიწაზე დადებული თასები წყლით იყო სავსე, ხოლო როდესაც ისინი ცარიელდებოდა პატიმარს საკვებისა და წყლის მოთხოვნა შეეძლო, მაგრამ რეალურად ეს მის სიკვდილს კიდევ უფრო ახანგრძლივებდა. კანი ამტკიცებდა, რომ ქალს სიკვდილი მრუშობისთვის მიესაჯა, თუმცა მკვლევარები მის ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ.




3. ჯულიანა კეპკე ავიაკომპანია "LANSA"- ას რეისი 508 -ის ბორტზე ერთადერთი გადარჩენილი გახლავთ


image


ავიაკატასტროფის შემდეგ გოგონამ ჯუნგლებში 11 დღე გაატარა. 1971 წლის შობის ღამეს ჯულიანა მარგარეტ კეპკე მზად იყო არდადეგები სახლში გაეტარებინა. ჯულიანა დედასთან მარიასთან ერთად, როდესაც პერუში, ლიმას აეროპორტში "LANSA"-ას რეის 508-ზე ჯდებოდა, ფიქრობდა რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ფრენა იქნებოდა, მაგრამ როდესაც თვითმფრინავს პერუს ტროპიკული ტყის თავზე ელვამ დაარტყა, კატასტროფა მოხდა.


image


ამაზონის ჯუნგლების შუაგულში 2800 მეტრის სიმაღლიდან დაცემის შემდეგ, 17 წლის ჯულიანამ მაშველების საძებნელად კიდევ 11 დღე იხეტიალა. გოგონას ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა თვალისა და მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება, ასევე ტვინის შერყევა და მრავლობითი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა.


image


როდესაც ჯულიანა გონს მოვიდა, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხსნა ადგილობრივებისგან ეთხოვა: თვითმფრინავიდან მაშველებმა ის ვერ შენიშნეს, დახმარების სიგნალის მიცემა კი შეუძლებელი იყო, ზოგადად, იმ დროს ავიაკატასტროფებისას როგორც წესი, უფრო გარდაცვლილებს ეძებდნენ, ვიდრე ცოცხლებს. თავად ჯულიანას მამისგან მიღებული ცოდნა - პანიკის, ტკივილისა და შიშის დაძლევის შესახებ დაეხმარა.


image


გველების, ხვლიკების და სხვა საშიში ცხოველების გამო, გოგონას დაძინების ეშინოდა, თუმცა თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და გადარჩენის ინსტიქტს აყოლილი სვლას კვლავაც განაგრძობდა. ხეტიალის მეათე დღეს ჯულიანამ მოტორიანი ნავი და მის გვერდით ბენზინის ქილა იპოვა. იმ დროისთვის ჭრილობებში გოგონას უკვე ლარვები ჰქონდა გაჩენილი, დაზიანებული ქსოვილებიდან მან საწვავი სითხის საშუალებით 30-მდე პარაზიტი ამოიყვანა. საბედნიეროდ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს, რომლებსაც გოგონამ ყველაფერი აუხსნა, მათ ჯულიანა აეროპორტში გადაიყვანეს, მე-12 დღეს კი გოგონამ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღო.




4. პრინცესა დიანა აბეზარი პაპარაცების ფოტოკამერებს ლიმუზინის სალონში ემალება, სანამ ის წამით ადრე პარიზის ქუჩებში ავტოკატასტროფაში დაიღუპება


image


პრინცესა დიანას ეს ფოტო გადაღებულია რამდენიმე წამით ადრე, სანამ პაპარაცებისგან თავის დაღწევის მიზნით მანქანა დიდი სისწრაფით გვირაბში შევარდებოდა და სამი ადამიანის სიცოხლეს შეიწირავდა. ფოტოზე ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე წამდენიმე წამით ადრე გადაღებული ლედი დის უკანასკნელი კადრია.


image


შეყვარებულთან დოდი ალ ფაედთან ერთად შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, დიანას საზოგადოების თვალისგან დამალვა სურდა. 1997 წლის 30 აგვისტოს ღამით, პრინცესამ და დოდი ალ ფაედმა "Ritz's L'Espadon"-ის რესტორანში ივახშმეს, რის შემდეგაც ფოტოგრაფებისგან თავის დაღწევა სცადეს, რომლებიც მათ ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ.


image


წყვილი შავ "Mercedes" S 280-ში - ჩაჯდა, რომელსაც სასტუმროს დაცვის უფროსის მოადგილე ანრი პოლი მართავდა და სენის მიმართულებით დაბლა დაეშვა, როდესაც მანქანა ალმას მოედანს მიუახლოვდა, მათ ალყა ხუთმა მოტოციკლმა შემოარტყა, რეპორტიორები ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ, რასაც საშინელი ავტოკატასტროფაც მოჰყვა. დოდი ალ ფაედი ადგილზე გარდაიცვალა, დიანამ დილის 4:57 წუთამდე იცოცხლა.




5. ბარბარა რუფსმა (1972 წლის ფოტო) რბოლის დატოვების შემდეგ თავი მოიკლა



image


1960-იანი წლების რბოლის სიმბოლო და სახე - ბარბარა რუფსი. ლამაზმანმა თავის დროზე მრბოლელები და გულშემატკივრები თავისი ეფექტური გარეგნობით მოხიბლა. რუფსი რბოლებს აცოცხლებდა, უამრავი ადამიანი ტრეკზე მხოლოდ მის სანახავად მიდიოდა.


image


ეს ფოტო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ფოტოგრაფ ტომ უესტის მიერ იქნა გადაღებული. უესტი და რუფსი მისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას მეგობრობდნენ, მაგრამ როდესაც ხელოვანი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა მათ ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგეს, ხოლო 2000-იან წლებში როდესაც რუფსი მასთან ურთიერთობის აღდგენას შეეცადა სამწუხარო სიმართლე შეიტყო. სარბოლო ტრასის დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბარბარამ თავი მოიკლა.











0
1744
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1744