საბუნებისმეტყველო უცნაური და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ 2023, 16 ივნისი, 15:05 ადამიანის თავის ტვინი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და ამიტომ, თანამედროვე მეცნიერებამ, მისი საფუძვლიანად შესწავლა ვერ მოახერხა. ასე, რომ, თავის ტვინი, ჩვენი სხეულის ყველაზე მთავარი და ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. ის გამოცანაა, რომლის ამოხსნას, უამრავი ცნობილი მეცნიერი, დღემდე ცდილობს. ქვემოთ კი, მოცემულია 60 ფაქტი, ამ მნიშვნელოვანი ორგანოს და მისი მუშაობის შესახებ, რომელიც კორექტირებას აღარ საჭიროებს: 1. ადამიანის თავის ტვინის საშუალო წონა – 1300 გრამია. 6. როგორც ტომოგრამამ აჩვენა, ბავშვის ტვინს, რომლებსაც 5 წლის ასაკამდე, ორ ენას ასწავლიდნენ, განსხვავებული სტრუქტურა აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ზრდასრულ ასაკში, ამ ადამიანების ტვინის ნაცრისფერი ნივთიერება უფრო სქელია, ვიდრე მათი, ვინც მცირე ასაკში, მხოლოდ ერთი ენა ისწავლა. 7. თუ გინდათ, რომ პატარას უცხო ენა სრულყოფილად და მარტივად ასწავლოთ, ძიძა–რეპეტიტორი დაიქირავეთ, რომელიც ბავშვს გამუდმებით უცხო ენაზე დაეკონტაქტება. 10. ჰარვარდში არის თავის ტვინის ბანკი, სადაც კვლევისათვის, 7 000 ადამიანის ტვინი ინახება. 11. ჩვენი ტვინის მეხსიერების მოცულობა, დაახლოებით, 3-დან – 1000-მდე ტერაბიტია (1024 გიგაბაიტ). შედარებისთვის, ბრიტანეთის ნაციონალური არქივის მთელი მოცულობა – 70 ტერაბაიტია. 12. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაირკვა, რომ ადამიანის ტვინს წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია. 20. მუსიკა აადვილებს სწავლის პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მსუბუქი ფონური მუსიკა – კლასიკური მუსიკის სახით. 21. ძილის ნაკლებობა აუარესებს დამახსოვრების უნარს და ეს ფაქტია. უძილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუარესებს აზროვნების პროცესს და რეაქციებს ანელებს. 22. ზრდასრული ადამიანის ტვინი 100 მილიარდამდე ნეირონს (ნერვული უჯრედი) შეიცავს. ხოლო, ყოველი ასეთი უჯრედი, 20 ათას მსგავს უჯრედთან არის კავშირში. ახალი ნეირონული კავშირები მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანი რამის დამახსოვრებას ცდილობს. 37. ალკოჰოლი არ მოქმედებს მეხსიერებაზე და არ იწვევს სკლეროზს. როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით სასმელს იღებს, მისი ტვინი დროებით კარგავს დამახსოვრების უნარს. ამ მდგომარეობაში, მან, შეიძლება, საკუთარი დედაც ვერ იცნოს. 38. დავიწყება — ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისთვის: უსარგებლო ინფორმაციის წაშლა, ნერვულ სისტემას, მოქნილობის შენარჩუნებაში ეხმარება. 41. იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული ჩარევის გზით, ადამიანს ტვინის ნახევარს ამოკვეთენ, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე, აზროვნებაზე და მეხსიერებაზე. 46. ოჯახში ძალადობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე. მისი ტვინი ძალადობას ისე აღიქვამს, როგორც ომს, მის წინააღმდეგ. 49. ტვინს 6 წუთი ესაჭიროება, რომ ადამიანის მიერ მიღებულ ალკოჰოლზე რეაგირება მოახდინოს. 50. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალაუფლების ყველაზე სუსტი გრძნობა, ადამიანში, თანაგრძნობის უნარს აქვეითებს. 51. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ღუტუნი. ტვინი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგან გამაღიზიანებლებზე რეაგირებს. 54. თავის ტვინი მყარი არ არის, ის 80% წყლის და სისხლისგან შედგება. ამიტომ, წყურვილის დროს, ადამიანმა თავი მზის სხივებს უნდა მოარიდოს. 55. ნერვული უჯრედები კონებად არის დაჯგუფებული და თითოეული მათგანი, რომელიმე, ერთი ფუნქციის შესრულებაზეა კონცენტრირებული (მაგ., მეტყველება, მხედველობა და სხვა). 56. ადამიანის ტვინს მეათედი წამი ესაჭიროება, რომ გამოსახულება და ხმა გაანალიზოს. 57. როდესაც ადამიანი რამეს უყურებს, ინფორმაციის გადამუშავება, რომელსაც ის მარცხენა თვალით იღებს, მარჯვენა ნახევარსფეროში ხდება, ხოლო მარჯვენა თვალით დანახულის — მარცხენა ნახევარსფეროში. 58. უნებლიე სიცილი მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ და ბავშვები კისკის, 4 თვის ასაკიდან იწყებენ. ასეთი სიცილი გადამდები არის და მისი გაყალბება (ძალით სიცილი), თითქმის, შეუძლებელია. ზოგადად, სიცილი ყოველთვის გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. სიცილის რაოდენობა სხვადასხვა ასაკში, განსხვავებულია და ის, ასაკის მატებასთან ერთად, კლებულობს. მაგ., ჯანმრთელი ბავშვი, 6 წლის ასაკში, დღეში 300-ჯერ იცინის, ხოლო ზრდასრული ადამიანი — 15-30-ჯერ (ღიმილის ჩათვლით). 59. არსებობს ისეთი გაგება, როგორიც «გააზრებული სიზმრებია», რომლის დროსაც, ადამიანი სიზმრებს მართავს. ეს მოვლენა ტიბეტში ჩაისახა და მას «იოგა-ძილი» ჰქვია. 60. ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მუშაობს, მაგრამ ფუნქციები გადანაწილებული აქვს. მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია რაციონალურ, ანალიტიკურ აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენა — ვიზუალურზე (გარემოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა). არხის სხვა სიახლეები:* მარსელებისთვის დედამიწა სარეზერვო პლანეტა იყო?* ყველაზე სასტიკი ომი უძველეს დროში, რომელმაც არაერთი ქვეყანა იმსხვერპლა* რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად – საუკეთესო წამალი, პრევენციაა!187 შეფასება არ არის
|