საზოგადოება ის,რასაც სკოლაში არ გვასწავლიან 2012, 4 ოქტომბერი, 14:15 ბილ გეითსი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ის საღად მოაზროვნე ადამიანია. ყველასთვის, ვისაც ჰყავს შვილები ან ვინც ჯერ კიდევ თვითონაც ბავშვია, საინტერესო იქნება ბილ გეითსის მოსაზრებები რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში გამოთქვა, როდესაც მოსწავლეებთან შესახვედრად მიიწვიეს. 1) ცხოვრება უსამართლოა და დროა ამას შეეგუოთ. 2) არავის ადარდებ, შენგან ყველა დიდ მიღწევებს ელის ისე, რომ არც კი ფიქრობენ შენს პირად ღირსებაზე.. 3) ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე ვინმე წელიწადში 50 000 $-ს გადაგიხდით, თქვენ არ გექნებათ პირადი ლიმუზინი, სანამ თვითონ არ მოიპივებთ მას. 4) თუ ახლა ფიქრობთ, რომ ზედმეტად მომთხოვნი მასწავლებელი გყავთ დაელოდეთ სანამ თქვენს შეფს გაიცნობთ. 5) მაკდონალდსში მზარეულად მუშაობა არ არის დამამცირებელი. შეიძლება თქვენი წინაპრებისთვის ასეთი სამსახური დიდი შანსიც კი იყო. 6) თქვენს წარუმატებლობაში მშობლებს ნუ დაადანაშაულებთ, პირიქით ისწავლეთ მათგან. 7) შენ დაბადებამდე შენი მშობლები მხიარული, ხალისიანი ხალხი იყო და არა ისეთი იუნტერესო, როგორებსაც ახლა ხედავ. ასეთები ცხოვრებამ გადახა, ისინი ხომ ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ შენ უზრუნველო ბავშვობა გქონოდა. 8) სკოლაში ცუდი ნიშნები არ ნიშნავს "გამარჯვებულებად და დამარცხებულებად" დაყოფას, ცხოვრებაში კი ასე არ არის 9) მომავალში თქვენი ცხოვრება არ იქნება დაყოფილი სემესტრებად და არდადეგებად, არ გეყოლებათ დამსაქმებლები, რომლებიც საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებიან. 10) არ აურიოთ რეალური ცხოვრება იმაში, რასაც ტელევიზორით გაჩვენებენ. ცხოვრებაში უფრო მეტ დროს სამსახურში გაატარებთ და არა მეგობრებთან ერთად რესტორნებში. 11) კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ იმათთან, ვისაც ახლა ''შკოლნიკებს" ეძახით, დიდი შანსია რომ მომავალში რომელიმე მათგანი თქვენი უფროსი იქნება. 99 6-ს მოსწონს
|