x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რამ ჩააგდო შოკში მავზოლეუმის ლაბორატორიის თანამშრომლები გარდაცვლილი სტალინის დანახვისას

image


ბალზამირებისთვის გამზადებული იოსებ სტალინის ცხედარი მავზოლეუმის ლაბორატორიაში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ გადაასვენეს. ლიდერის სახემ ბევრი თანამშრომელი შოკში ჩააგდო. საქმე ის გახლავთ, რომ სტალინი რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო სხვანაირად გამოიყურებოდა.




ფიზიკური ნაკლი


image


ბავშვობაში იოსებ ბესარიონის ძემ ჩუტყვავილა გადაიტანა. ისტორიკოსების თქმით, თითქმის სიკვდილის პირას მყოფი "ერის მამა", მწვავე ვირუსულ ინფექციას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ლიდერის სახე მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა: სტალინს მთელი კანი ნაყვავილარის ლაქებით ჰქონდა დაფარული. წიგნის "სტალინის" ავტორი ბორის კრასილნიკოვი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ლაქებს (თუ არ ჩავთვლით მის ხელს, ფაეტონის დარტყმისას დაზიანებულს), ბესარიონის ძე თავის დიდ ფიზიკურ ნაკლად თვლიდა.


image


როი მედვედევის თქმით, სტალინის ფოტოებსა და მით უმეტეს, მის ფერწერულ პორტრეტებზე ნაყვავილარის კვალსაც კი ვერ იპოვიდით. მხატვრები მას უბრალოდ არ გამოსახავდნენ, ხოლო ფოტოები საგულდაგულოდ მუშავდებოდა. სწორედ ამიტომ ბევრს იოსებ ბესარიონის ძის გარეგნობა ასე გაუკვირდა, რომელიც მისი ცნობილი ფოტოებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მეტიც, როგორც ლიდერის დაცვის წევრი რიბინი ამტკიცებდა, განსაკუთრებული დაძაბულობის მომენტებში (მაგალითად, კიროვის დაკრძალვაზე), სტალინის სახეზე ნაყვავილარი უფრო შესამჩნევი ხდებოდა.




კვალი სახეზე


image


იმ ადამიანების მოგონებები, ვინც ლიდერი ახლოდან ნახა უკიდურესად წინააღმდეგობრივია. ამგვარად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი გრომიკოს თქმით, მას "მსგავსი არაფერი შეუნიშნავს", მაგრამ თუ მის დაცვის წევრს, რიბინს დავუჯერებთ, მაშინ სიკვდილამდე სტალინის სახეზე ლაქები უფრო რელიეფური უნდა გამხდარიყო. მოგეხსენებათ, რომ "ერის მამა" უცებ არ გარდაიცვალა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა.


image


ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ პირველი, რაც ლენინის მავზოლეუმის ლაბორატორიის თანამშრომლებს გარდაცვლილი სტალინის დანახვისას თვალში მოხვდათ - ნაყვავილარი იყო, გარდა ამისა მათი გაოცება პიგმენტურმა ლაქებმაც გამოიწვია, რომლებიც პარტიის ლიდერის მთელს სახეს ფარავდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მეცნიერი ილია ზბარსკი საუბრობდა, საქმე იმაშია რომ ლაბორატორიის მუშაკებს, ისევე როგორც საბჭოთა მოქალაქეების უმეტესობას იოსებ ბესარიონის ძე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი.





დაგრიმული სტალინი


image


იოსებ სტალინის ორ გარეგნულ - რეალურსა და "პორტრეტულ" იმიჯს შორის განსხვავება შესამჩნევი იყო. მაგალითად, როგორც იგივე როი მედვედევი ამტკიცებდა, ფოტოებზე სტალინს არა მხოლოდ ნაყვავილარს უმალავდნენ, არამედ შუბლსაც უდიდებდნენ. როგორც ალექსანდრე კოლესნიკი თავის წიგნში "მითები და სიმართლე სტალინის ოჯახის შესახებ" წერს აბა, ტყუილად ხომ არ მივიდა სტალინი მეორე ცოლის დაკრძალვაზე სახეზე მაკიაჟის სქელი ფენით.














0
1336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1336