ქალი და მამაკაცი "იყიდება ქალი" 2012, 4 ოქტომბერი, 13:39 "იყიდება ქალი"- ამ სათაურით გაიტანა აუქციონზე მამაკაცმა თავისი ცოლი გასაყიდად. ფინეთის მოქალაქე ცდილობდა აუქციონზე გაეყიდა თავისი მოურჯულებელი ცოლი. მან ცოლის აუქციონზე გაყიდვა თითქმის მოახერხა. საწყისი ფასი 5 ევრო დაადო "საყვარელ" მეუღლეს და როდესაც 100 000 ევროს მიაღწია სავაჭრო თანხამ, ინფორმაცია ამ აუქციონის შესახებ ადგილობრივ პრესაში მოხვდა და ადმინისტრაციამ ონლაინ აუქციონიდან ამოაგდო ეს ლოტი. არშემდგარმა გამყიდველმა პატიოსნად განაცხადა, რომ ცოლი მისი საშინელი ბუნების გამო გახდა მისთვის არასაჭირო და აუტანელი: "იგი ადვილად ბრაზდება, ბევრს ყვირის, ზედმეტად მიხვედრილია და საჭმელიც ხშირად ეწვება." მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი უპირატესობაც გააჩნია მის მეუღლეს: "კარგად გამოსდის რძის "პუდინგები" და ცუდადაც არ გამოიყურება." რა რეაქცია ჰქონდა გაყიდვაზე თვითონ ქალს არ არის ცნობილი. 61 3-ს მოსწონს
|