საბუნებისმეტყველო როგორ შეიცვალა მზის სისტემა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და რა შუაშია პლანეტა ნიბირუ? 2023, 12 ივნისი, 12:20 ჩვენ მზის სისტემა სტატიკური და უცვლელი გვგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. მხოლოდ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მასში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეცნიერები ამის გამო, უკვე სერიოზულად არიან შეშფოთებულნი და იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რა მიზეზით ხდება მზის სისტემაში გლობალური ცვლილებები? ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს, რომ მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა თანდათანობით იზრდება. მათ, ათვლის წერტილად, 1901 წელი აიღეს და აღმოჩნდა, რომ იმ დროიდან, დღემდე, მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა 230% გაიზარდა. ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ პოლარული ციალი, რომელიც ადრე მხოლოდ პოლუსებზე იყო, დრეს ისეთ რეგიონებშიც გვხვდება, რომლის მოსახლეობა, ასეთ მოვლენებს, ადრე, მხოლოდ ტელევიზორში ნახულობდა. ცვლილებებია მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც: მერკურის ორივე პოლუსზე ყინულის ქუდები გაუჩნდა. კოსმოსური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება უცაბედად მოხდა. ვენერაზე, სულ რაღაც 40 წლის მანძილზე, 2500 %-ით გაიზარდა პოლარული ციალის სიმკვეთრე. მეცნიერებმა ამ პლანეტაზე, ატმოსფეროს მოცულობის ზრდაც დაადგინეს, რომელიც პლანეტის მასშტაბით, გლობალურ ხასიათს ატარებს. სახელი – ნიბირუ, ბაბილონურ თქმულებაში, "ენუმა ელიშში" არის ნახსენები. მასში მოთხრობილია ამბავი, სამყაროს შექმნის შესახებ. მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტის შესახებ, საუბარი შუმერულ ტექსტებშიც არის, რომლის მიხედვით, ამ ციურ სხეულს, ფრთოსანი დისკის ფორმა აქვს. იმავე ტექსტებიდან ირკვევა, რომ ნიბირუ მზის სისტემაში, 2014-დან – 2035 წლამდე პერიოდში უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ისევ ნიბირუს დავუბრუნდეთ. დაახლოებით, 420 ათასი წლის წინ, ნიბირუზე კონფლიქტი მოხდა. მიზეზი კი, პლანეტაზე ატმოსფეროს რღვევის დაწყება იყო. გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ამ ლითონის აორთქლების გზით (მსგავსი ტექნოლოგია, დღეს "შატლებში" გამოიყენება), მისი იონების ატმოსფეროში გაშვება იყო. სწორედ ოქროს მოპოვების სურვილმა მოიყვანა ნიბირუელები დედამიწაზე... და აქ ოქროს დიდი რაოდენობით აღმოჩენის შემდეგ, ორი პლანეტის წარმომადგენლებს შორის, აქტიური კონტაქტი დაიწყო. შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მზის სისტემაში შემოსული პლანეტა ნიბირუ, უდიდეს გავლენას ახდენს სხვა პლანეტებზე. იმდენად დიდს, რომ მას, ყველა სხვა პლანეტის ორბიტის კონტროლი შეუძლია. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ რაც ამჟამად მზის სისტემაში ხდება, ნიბირუს ზეგავლენის ბრალი იყოს. ხოლო, ის ფაქტი, რომ გამქრალი ცივილიზაციების წარმომადგენლები ასტრონომიაში კარგად ერკვეოდნენ, ეჭვს არ იწვევს... და ამიტომ, "მოგზაური" პლანეტა, რომელიც ძველ ჩანაწერებში ხშირად არის ნახსენები, უბრალოდ გამოგონილი ობიექტი არ უნდა იყოს. არხის სხვა სიახლეები:* 20 უდავო ჭეშმარიტება, პიროვნული განვითარებისთვის, რომელზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?* ვიდრე სხვის გამო, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამთ... "სიგიჟე" და "ბრმა" სიყვარული301 1-ს მოსწონს
|