x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვიდრე სხვის გამო, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამთ... "სიგიჟე" და "ბრმა" სიყვარული
უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულდა. მას სძულდა ყველა, გარდა თავისი მეგობარი ბიჭისა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ერთხელ გოგონამ მას უთხრა:

– მე რომ ამ სამყაროს დანახვა შემეძლოს, ცოლად გამოგყვებოდი.


image


გავიდა დრო და დონორის ორგანოები გამოჩნდა. გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და თვალები გადაუნერგეს. როდესაც სახვევი მოხსნეს, მან ყველაფრის დანახვა შეძლო.

მეგობარმა ბიჭმა პირობა გაახსენა და ჰკითხა:

– როდესაც მხედველობა გაქვს, ცოლად გამომყვები?

გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ნაცნობი ხმა ისმოდა და დაინახა, რომ ბიჭი უსინათლო იყო. მისმა დახუჭულმა , ის შოკში ჩააგდო. გოგონა ნამდვილად არ ელოდა, რომ ბიჭი უსინათლო იქნებოდა. იმ აზრმა, რომ მას, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ამ სახის ყურება მოუწევდა, მიცემულ პირობაზე უარი ათქმევინა.
შეყვარებული ბიჭი ატირდა და რამდენიმე დღის შემდეგ, წერილი მისწერა მას: «გაუფრთხილდი მხედველობას ძვირფასო, რადგან ეგ თვალები, ვიდრე შენს სახეზე აღმოჩნდებოდა, მე მეკუთვნოდა…»


და კიდევ ერთი იგავი, ბრმა "სიყვარულსა" და "სიგიჟეზე":


ოდესღაც სიგიჟემ, თავისთან მეგობრები დაპატიჟა. ყველა მივიდა და დრო მხიარულად გაატარეს — იმღერეს, იცეკვეს და როდესაც ტორტი მიირთვეს, მასპინძელმა სტუმრებს დამალობანას თამაში შესთავაზა:

— მე ასამდე დავთვლი, თქვენ კი დაიმალეთ. ვისაც პირველად ვიპოვი, შემდეგ ის დაიხუჭება.

ყველანი დაეთანხმნენ, თამაშზე უარი მხოლოდ შიშმა და სიზარმაცემ თქვა.
— ერთი, ორი, სამი… — დაიწყო თვლა სიგიჟემ.
პანიკა პირველი დაიმალა, სადაც მოუხდა. სიხარული ბაღში გაიქცა და იქ დაიწყო სირბილი და შესაფერისი ადგილის ძებნა. მოწყენილობა ცხოვრებისეულ სირთულეებზე დაფიქრდა და ატირდა. შური სიხარულს გამოედევნა და ორივე კლდის უკან დაიმალნენ. ხოლო, სიგიჟე თვლიდა და თვლიდა... იმედგაცრუებას იმედი გაუცრუვდა, რადგან სიგიჟემ 99-მდე დათვალა, მან კი დამალვა ვერ მოასწრო.

— ასი! — დაიძახა სიგიჟემ. — საძებნელად მოვდივარ!
პირველი ცნობისმოყვარეობა იპოვა, რადგან ის სამალავიდან იყურებოდა, რომ დაენახა, თუ ვის იპოვიდნენ პირველს.
ყველა გამოვიდა და ცნობისმოყვარეობამ იკითხა:
— სიყვარული სად არის?
დაიწყეს მისი ძებნა. სიგიჟე ძებნა–ძებნაში, ძალიან შორს წავიდა და ერთ ულამაზეს და სურნელოვან, ვარდების ბაღში აღმოჩნდა. ერთ ბუჩქთან რაღაცამ გაიფაჩუნა. სიგიჟემ გადაწია ვარდის ტოტები და სიყვარულის ხმა შემოესმა. ის დახმარებას ითხოვდა. ვარდის ეკლებმა მას თვალები ამოაკაწრეს და საბრალოდ, დაბრმავდა. სიგიჟე სიყვარულს იქიდან გამოსვლაში დაეხმარა და რომ ნახა რა მდგომარეობაში იყო, მუხლებზე დაეცა, პატიების თხოვნა დაიწყო, ბოლოს კი უთხრა, რომ სულ მასთან დარჩებოდა და არასოდეს მიატოვებდა... და სიყვარული დათანხმდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?

* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...

* 20 საოცარი ფაქტი ფერებსა და ელფერებზე



0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0