x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ ჩაისვარა, იტირებს და... " - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის მიერ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სამოქალაქო აქტივისტს "სვლების გათვლაში გრანდმასტერს" უწოდებს:


"ამ სიმართლით იარონ შოთა დიღმელაშვილმა და პოსტივიმ, რომ სწრაფად გადაიჩეხონ.


გრანდმასტერია შოთა სვლების გათვლაში. ხო ვნახეთ ყველამ.


თუ ჩაისვარა, იტირებს და შოტლანდიაში წავა. ????'


(რაც დრო გავა, და რაც მართლები და მართლები აღმოვჩნდებით, ამისი ეგო მომსახურების ზონიდან გავა და გავა, ვიდრე არ დაგვავიწყდება - უყურეთ, გაერთობით, ვიცნობ ჩვენი ჯინის წყობიდან გამოყვანის უნარებს ????‍♀️????)"
– წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში და "პოსტ ტვ"- ის მიერ გავრცელებულ შოთა დიღმელაშვილის პოსტიდან ფრაზას აზიარებს.


image


"ბოკერიას ვიდეო შეარდება აქტიურად, რომელშიც ჩანს, რომ არ უნდა საქართველომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, აქვს თუ არა აზრი კანდიდატის სტატუსის მიღებას "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არასწორია სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან:

"ბოკერიას ვიდეო შეარდება აქტიურად, რომელშიც ჩანს, რომ არ უნდა საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იძახის, ქოცები ევროკავშირში მაინც ვერ შეგვიყვანენ და რა აზრი აქვს, პირიქით, „ოცნების“ პოზიციებს გაამყარებსო (ლინკი კომენტარებში).


ჩემი აზრით, ეს არგუმენტი მცდარია, ხოლო მსგავსი პოზიცია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა:

სტატუსის შანსი ამ კონკრეტულ მომენტში გვაქვს და ეს შანსი საქართველოს „ბრალი“ არ არის. ხვალ გეოპოლიტიკური სენტიმენტი როგორი იქნება, არავინ იცის და სტატუსი შეიძლება იქცეს ერთგვარ „მოძრავ სამიზნედ“, რომელსაც ვერ მოვარტყამთ ვერცერთი ზოგადი პუნქტის შესრულებით - როგორც ევროპული პერსპექტივა იყო მოძრავი სამიზნე, ახლა კი დაუმსახურებლად მივიღეთ.

გარდა იმისა, რომ სტატუსზე უარს „ქართული ოცნება“ საქართველოში დასავლეთის პოზიციების შესასუსტებლად გამოიყენებს, ანგარიშში მისაღებია ისიც, რომ როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატია, ევროკავშირს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს ქვეყნის დემოკრატიზაციაზე პოზიტიური ზემოქმედებისთვის. მარტო შიდა რესურსით ოპოზიცია რომ ვერაფერს ახერხებს, თვალი უნდა გავუსწოროთ.

კარგი იქნება, ხანდახან „იმედსაც“ უყურონ და მათი მესიჯბოქსი პრევენციულად გააბათილონ, ნაცვლად პოსტ-ფაქტუმ დევნისა: მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იმაზეა აგებული, რომ თავად სტატუსისთვის მუშაობენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია ამას არ აცდის. ხმამაღლა იმის ყვირილი, რომ სტატუსი არ უნდა მოგვცენ, ამ პროპაგანდას აპრავებს და ვერანაირი დებანქინგი ევსაქების „გარაჟის პოდკასტებში“ ამ პროპაგანდას ძალას ვერ გამოაცლის, თუ საჯარო პოზიცია ისეთი გაქვს, რომ სტატუსის ვერმიღება მარტივად გადააბრალონ ოპოზიციას.

მართლა ისე რომც იყოს, როგორც იძახის, მაინც არასწორია სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან" - დაწერა შოთა დიღმელაშვილმა სოციალურ ქსელში.









0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313