x
image
თუთიკო ბერძენა
"გესმით ჩემი?" - რატომ უნდა გათიშოთ ტელეფონი ამ ორი სიტყვის გაგონებისას
image


როდესაც უცხო ადამიანი გირეკავთ, იყავით ძალიან ფრთხილად! ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდე.
მაგალითად, სიტუაცია: თქვენ აიღეთ ტელეფონი და პირველი, რაც გესმით არის ჩახვევის ან შიშინის ხმა ხაზზე და შემდეგ კითხვა: „კარგად გესმის?“.


ფრთხილად იყავი! ამგვარ ზარებს არ უპასუხოთ და დაუყოვნებლივ გათიშეთ. არსებობს შესაძლებლობა, რომ თაღლითი გელაპარაკებათ.


ასეთი საუბრებს იწერენა. ისინი ცდილობენ გაიძულონ, უპასუხო "დიახ" დასმულ კითხვაზე. ეს საკვანძო სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოგვიანებით, როგორც ზეპირი ხელმოწერა ზეპირ ხელშეკრულებაში (ტრანზაქციის დროს ავტორიზაციის ჩათვლით). უარეს შემთხვევაში, თაღლითს შეუძლია მიიღოს თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალები. ადამიანები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ მათ მოატყუეს.



სიფრთხილის ზომები


აქ მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, თუ როგორ დაიცვათ თავი ამ ტიპის თაღლითობისგან.


1, არ უპასუხოთ ზარებს უცნობი ნომრებიდან, განსაკუთრებით, როცა ნომერი არ არის ქართული. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ხაზის მეორე ბოლოში მყოფ ადამიანს შეუძლია დატოვოს ხმოვანი შეტყობინება.



თუ უკვე უპასუხეთ ტელეფონს და გთხოვენ ტელეფონის კლავიატურაზე რაღაც აკრიბოთ, არასოდეს დაეთანხმოთ.



2.თუ ეჭვი გეპარებათ, რომ შეგხვდათ თაღლითი, ჩაიწერეთ მისი ნომერი და შეატყობინეთ პოლიციას.


იზრუნეთ თქვენს ოჯახისა და მეგობრების უსაფრთხოებაზე.


2
697
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
697
  
არასოდეს არ დააფიქსირო ნომერი სოციალური ქსელებში,რადგან ასეც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება. შეგისწავლიან და იმ გვერდით გამოგიგზავნიან გამოწერის თხოვნას ან მეგობრობას,რუს შემდეგ შენი ინფორმაცია მისთვის ხილული იქნება. მერედა,არცერთი სოციალური ქსელი არ არის უსაფრთხო,ის კონტროლდება სხვადასხვა სამსახურის მიერ და ამის პირადი გამოცდილება მაქვს. ჯარში ყოფნის დროს,ტელეფონებზე იყო პრობლემა და ლამის ყველა კარადაში დაეძებდნენ(რატომ იყოს პრობლემა ჯარისკაცს ტელეფონი ქონოდა ეს ცალკე პრობლემაა). ერთხელაც მომადგნენ და ტელეფონს ეძებდნენ,მიმტკიცებდნენ რო ტელეფონი მქონდა,რადგან ჩემს სახელზე არსებული ნომერი იყო ჩართული. რეალურად,არ მქონია ტელეფონი და მეგონა რო ჩემი აგდება უნდოდათ,თუმცა დავფიქრდი და მივხვდი,ჩემს ახლობელს ქონდა ჩემს სახელზე აღებული ნომერი და ამის გამო დასმდევდნენ. წარმოიდგინე,რიგითის ტელეფონის მოსაძებნად გამოიყენეს ეს ამბავი და როგორ ჩვეულებრივი ამბავი იყო. თავის დაცვა ძნელია თაღლითობისგან და ქურდობისგან,როცა ერთიც და მეორეც სახელმწიფოა,რომელსაც კანონის ჩარჩოში აქვს მოქცეული ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ,რომ სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა "ქოლცენტრების" სქემის ამუშავება,როგორც ჩვენთან ისე ბრიტანეთში,უკრაინაშიც და ყაზახეთშიც. ეს ჩემი მოსაზრება არ არის,ყველაზე დიდი ყაჩაღი არის სახელმწიფო,რომელიც კანონის ძალით იპარავს და ცდილობს გაზარდოს მაშტაბი ამ ქურდობის.
ეჰ,რა ცუდია გამოცდილების უქონლობა,თორე მსგავსი რაღაცით თავის დაცვას არ გვირჩევდი. თაღლითური სქემები გაშიფრეს ეხლა,თუმცა არავის უხსენებია,საიდან ქონდათ ინფორმაცია ადამიანების ფინანსებზე? მედიაში გავრცელდა კომფიდენტის ინტერვიუ,რომელიც ამტკიცებდა,რომ ის მუშაობდა ამ ცენტრებში და მათ ქონდათ სპეციალური სიები,რომელზეც დარეკვას სთხოვდნენ. ურეკავდნენ და თანხის განთავსებას სთხოვდნენ,რა იცოდნენ თანხის არსებობის შესახებ? ეს არის აქ სამსჯელო და არა ის რო თაღლითები არსებობენ. მსგავსი ინფორმაციაზე წვდომა ბევრს არ აქვს,მომხმარებელი,საბანკო ინსტიტუტი და ეროვნული ბანკი,ხოლო სურვილისამებრ უშიშროებას აქვს წვდომა და მოსამართლის ნებართვის სხვა ძალოვან სტრუქტურას. ვიღაცამ გასცა ეს ინფორმაცია,ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები,ამიტომ ეს უფრო დიდი პრობლემა არის,ვიდრე უბრალოდ თაღლითობა. აბა,საიდან უნდა იცოდეს ვიღაცამ ინგლისელი პენსიონერის ნომერი,ფინანსების ოდენობა და ა.შ.,თუ ის არ მიაწოდა მესამე მხარემ? თან საქართველოში. ავიღოთ სხვა ფაქტი,რამდენჯერ მოგვსვლია სმს შეტყობინება სხვადასხვა კომპანიისგან,სადაც არასოდეს ვყოფილვართ და არც დავინტერესუბლვართ? მაგალითისთვის,დღეში მინიმუმ ათი ასეთი შეტყობინება მომდის,იქნებოდა მეტი რომ არ ვბლოკავდე. ეს არის პირადი მონაცემების გაყიდვა მომსახურე კომპანიის მიერ,რაც სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს,თუმცა არ არის და რატომ არ არის? იმიტო რო წილში ზიან და ფულს შოულობს ყველა. თუ მე ვიცი,რომ თუთიკო ბერძენას აქვს ფული და მჭირდება მისი ნომრის ან სხვა საკონტაქტო მონაცემის გაგება,გადავიხდი რაღაც თანხას და მოვიპოვებ ამ ნომერს,უნდა იცოდე როგორ მოძებნო ეს გამყიდველი. ფატია,რომ ასეთმა ხალხმა იციან,შეიძლება არეკლამებენ საჭირო ადგილას.
0 1 2