x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა გქვია შენ?! ზუსტად ის, რასაც გეძახიან..." - ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელი პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობარს ვიღაც ნაძირალა სახლში შეუვარდა. მთელი სამეგობრო თავის ოჯახებს აკლებს და ყველაფრით ეხმარება. ამ დროს შენ იმ ნაძირალასთან ერთად ბიზნესს აკეთებ და მთელ ხმაზე გაჰყვირი, რომ ასე კარგად შენს ოჯახს არასდროს უცხოვრია…რა გქვია შენ?!…ზუსტად ის, რასაც გეძახიან…"- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ალბათ, რთული მისახვედრი არ არის თუ ვის გულისხმობდა საკუთარ პოსტში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ცნობისთვის, პარლამენტის წინ, სადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო დააკავეს, სოლიდარობის ნიშნად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებმაც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული აქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს.


მედიის წარმომადგენლებს ხელში საპროტესტო ბანერები და სხვადასხვა შინაარსის წარწერები - "ვირაკლი", "ირაყლი" და "ირაკლი რუსი" ეწერათ, პოლიციელების გაღიზიანება სწორედ მსგავსი შინაარსის წარწერებმა გამოიწვია, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.








0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313