15 უცნაური ნივთი, რომლებიც შემთხვევით იპოვეს, ხოლო დანიშნულების შესახებ კი ინტერნეტიდან გაიგეს
მტკიცებულებები იმისა, რომ ინტერნეტში ყველანაირ კითხვაზე იპოვით პასუხს:
1. “პლასტმასის ჯოხები, რომლებსაც მგონი ძაფები აქვს მიმაგრებული"
პასუხი: ეს არის მოგზაურობის დროს ლაქების მოსაშორებელი. გამოყენებამდე პლასტმასს ხელი უნდა მოუჭიროთ, შიგნით არსებული სითხე მიმაგრებულ ფუნჯთან ავა და როდესაც მთლიანად შეიწოვს შემდეგ შეიძლება გამოყენება. ინსტრუქციის თანახმად, პროდუქტი წითელ მილებში განკუთვნილია ჩაის, ღვინისა და სისხლის ლაქების მოსაშორებლად, ხოლო მწვანეთი შორდება - ცხიმი, ზეთი, საღებავი, ლუდი, ცხიმოვანი საკვებისა და კოსმეტიკური საშუალებების კვალი.
2. “ასეთი კამერა დამიყენეს მეზობლებმა ჩემს ღობესთან"
პასუხი: ეს არის კატების, ძაღლების, ციყვების, კურდღლების, თაგვების და ა.შ. შესაშინებლად. მოწყობილობა აღჭურვილია მზის ელემენტით და როდესაც ინფრაწითელი სენსორი აღმოაჩენს ცხოველის მიახლოებას, ის იწყებს ულტრაბგერის გამოცემას, რომელიც არ ისმის ადამიანისთვის და ციმციმებს.
3. “როგორც ჩანს, ჩამოსხმულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ალუმინის, საკმაოდ მსუბუქია. ყალიბის ცენტრში არის ჩაღრმავება, მაგრამ მარკირება არსად აქვს"
პასუხი:80-იანი წლების ლიმონის საწურია
4. “მთლიანად ხისგან არის დამზადებული, ძალიან დაბალია მაგიდისთვის და ძალიან განიერი სკამისთვის. ნაპოვნია ფერმერების ბაზარში"
პასუხი: საინტერესოა მანდ როგორ მოხვდა, სავარძელია, რომელსაც სპილოებს უბამენ ზურგზე.
5. “ თეთრი პლასტმასის ნივთი და თიხის მსგავსი მასალა, ჩემს სახლზეა მიმაგრებული"
პასუხი: ეს არის შენობის გარეთ ტემპერატურის გაზომვის სენსორი მთელ სახლში ჰაერის დატენიანებისთვის.
6. "ლითონის კონსტრუქცია დაახლოებით 60 სმ სიგანისა და 60 სმ სიმაღლის ორსართულიანი საწოლის ზედა სართულის ზემოთ"
პასუხი: ჩემს დებსაც ასეთი ორსართულიანი საწოლი ჰქონდათ. ეს არისბაზ ლაიტერის [სათამაშოების ისტორია] ორსართულიანი საწოლი, რომელსაც მიმაგრებული უნდა ჰქონდეს ტილო.
7. „რა ფუნქცია აქვს ამ მთელ რიგ პლასტმასის ჩანართებს ჩემი მაცივრის კარზე? არ იხსნება"
პასუხი: ეს არის ბოთლების დასაჭერად, რათა არ ჩამოცვივდეს მაცივრის კარის გაღების დროს.
8. “ამ მინდორზე ყველა ძროხას სტიკერები ეკრა"
პასუხი: ეს სტიკერები იცვლის ფერს ზეწოლისას. ისინი საჭიროა განაყოფიერებული ძროხების თვალყურის დევნებისთვის. თუ ძროხაზე სტიკერი გაწითლდება, მაშინ ის უკვე განაყოფიერებულია. ვარ ფერმერი 20 წლიანი გამოცდილებით.
9. "ეს წვეტიანი ლითონის საყელო ვიპოვე სახლის ერთ-ერთ ზედა სართულზე, რომელიც ახლახან ვიყიდე ესპანეთში."
პასუხი: ეს არის მგლის საწინააღმდეგო საყელო მწყემსი ძაღლებისთვის.
10. „რა ჰქვია ამ რელსებს მთავარ რელსებს შორის და რა არის მათი დანიშნულება?
პასუხი: ეს არის გზამკვლევი რელსები, რათა მატარებლის ვაგონებმა არ გადაუხვიონ კურსიდან, თუ ის რელსებიდან გადადის. ამ შემთხვევაში კი იმისთვისაა, რომ ვაგონები პლატფორმას არ დაეჯახოს.
11. “ღუზას ჰგავს და ჯაჭვზეა მიმაგრებული"
პასუხი: ვინტაჟური ნივთია, მისი დახმარებით პოლიციელები ჯაჭვებს იჭერდნენ
12. " უცნაური სარკე აბაზანის ზემოთ ჩემს ახალ ბინაში ვნახე, ბრიტანეთში?"
პასუხი: ტელევიზორია წყლის საწინააღმდეგო ეკრანით
13. „მეტალის ჯაჭვი ღეროთი. ძალიან პატარაა მაჯისთვის. ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ინჟინერი იყო და ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში 1900-იანი წლების დასაწყისში"
პასუხი: ჰალსტუხზე გასაკეთებელი ჯაჭვია
14. “შეზლონგზე მიმაგრებული თეთრი ლილვაკები"
პასუხი: ხელების მასაჟორია
15. "პატარა პლასტიკის სფერული ობიექტი, სავსეა გამჭვირვალე სითხით"
პასუხი: “მრავალჯერადი “ყინულია" ცივი სასმელებისთვის