x
image
თუთიკო ბერძენა
ძველად დიდგვაროვან ქალებს იოლად ჰრიდნენ პატივს: ძირითადი მიზეზები
თანამედროვე ადამიანს ზოგჯერ არასწორი წარმოდგენა აქვს წარსულზე, რადგან ერები მიდრეკილნი არიან ლამაზად შეფუთონ საკუთარი წარსული. გადამოწმების საშუალებაც, მოგეხსენებად, შეუძლებელია, რადგან ან არსებობს დროის მანქანა, რომლიტაც წარსულ რეალობაში მოგზაურობას შეძლებდი.

image

ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ დიდგვაროვანი ქალების ცხოვრება მარადიულ დღესასწაულს ჰგავდა: დილით მსახურები ჩააცმევდნენ, დღისით შეეძლოთ წაეკითხათ წიგნები, დაეკრათ მუსიკა ან დამტკბარიყვნენ პეიზაჟით, სადილს მოუმზადებენ და მათი ერთადერთი საქმე იყო, ლამაზად დაეჭირა თავი და დროულად, კორექტულად იპოვა შესატყვისი პასუხები სტუმრების კითხვებზე. რეალურად კი ეს პასუხებიც მამას უნდა მოემზადებინა წინასწარ. დიდგვაროვანი ახალგაზრდა ქალების მთავარი საქმე მხოლოდ ქორწინებაზე დათანხმება იყო და შვილების გაჩენა მეუღლისთვის, რომელსაც ძიძები მოუვლიდნენ.


თუმცა, ფაქტობრივად, შრომის ნაკლებობა და სრული ფინანსური კეთილდღეობა, პრინციპში, არ იძლევა პირად ცხოვრებაში ბედნიერების და ცხოვრებიდან კმაყოფილების გარანტიას.



ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალები უამრავ მოთხოვნას ექვემდებარებოდნენ და ასრულებდნენ უამრავ პირობას საზოგადოებრივ აზრთან და სოციალურ ცხოვრებასთან მიმართებით, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა კლასის ქალების მსგავსად ხმის უფლების არქონაზე. ერთი არასწორი ნაბიჯი ან თუნდაც ჭორი შეიძლებოდა დიდგვაროვან ქალს ფასად დაჯდომოდა, რაც გამოიწვევდა სირცხვილს, ცხოვრების პირობების სრულ ცვლილებას, ოჯახის წევრებისა და საერო საზოგადოებისგან უარყოფას, ზურგშექცეულობას.


image

ტრადიციულად, ქორწინებამდე დიდგვაროვანი ქალები მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. 16 წლამდე გოგონებს ძიძები უვლიდნენ, რომლებიც ზრუნავდნენ, რომ მათი ქცევა და მანერები წესიერების ფარგლებს არ გასცდენოდა. გოგონების ცხოვრების წესი ციხეს ჰგავდა.


დიდგვაროვანი ქალები სახლში რჩებოდნენ მთელი დღის განმავლობაში, ურთიერთობდნენ მხოლოდ ნათესავებთან ან მშობლებთან მისულ სტუმრებთან, რა თქმა უნდა, უფროსების ნებართვით და თანდასწრებით.


მათი ცხოვრების წესი სავსე იყო სახლში პატიმრობის ტანჯვით, ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ნაკლებობით.


გოგონების ქცევას ასევე მკაცრად აკვირდებოდნენ დედები, რათა გამორიცხულიყო მათი ოჯახის გარშემო ჭორების გავრცელება, ან კიდევ უფრო მეტი სირცხვილი. ამავდროულად, ზოგიერთ გოგონას არ ეშინოდა მშობლებისა და ძიძების მითითებებისა თუ მუქარის და ამიტომ ახალგაზრდებთან მიმოწერის მათ უფლებას აძლევდნენ.


მე-17 საუკუნის მოთხრობა ფროლ სკობეევის შესახებ აღწერს შემდეგ სიტუაციას: ახალგაზრდა ღარიბი დიდგვაროვანი აცდუნებს სამეფო ასისთავის ქალიშვილს, ანას, რათა მოგვიანებით დაქორწინდეს მასზე და ოდნავ გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ ანამ ვერ გაუძლო და შეყვარებულთან გააბა რომანი. ინტიმური ურთიერთობის შემდეგ შემთხვევის შემდეგ შეყვარებული გაიქცა.


რა შედეგები დგებოდა გოგონებისთვის, რომლებიც ქორწინებამდე ცდუნებას დაემორჩილნენ? თუკი ღირსების დაკარგვის ფაქტის დამტკიცება ვერ მოხერხდებოდა, გოგონას მეთვალყურეობას აძლიერებდნენ. თუ აღმოჩნდებოდა, რომ დიდგვაროვანმა ქალწულობა დაკარგა, მას ცოლად აძლევდნენ პირველ შემხვედრს, ან ასეთი ქალები მარტოობისთვის იყვნენ განწირულნი.



ტრადიციულად, გოგონასთვის ქმარს მშობლები ირჩევდნენ. თუ დიდგვაროვან ქალს მამაკაცი მოეწონებოდა, იგი თავმდაბლად დათანხმდებოდა, ან შეეძლო უარი ეთქვა და უფრო ღირსეული საქმროს მოლოდინით გაეგრძელებინა ცხოვრება. ყველაზე ხშირად მშობლები დაჟინებით ითხოვდნენ შვილისგან ცოლად გაჰყოლოდა თავიანთ კანდიდატს, ამიტომ გოგონები იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დაქორწინებაზე.


ზოგიერთი ახალგაზრდა ქალბატონი ბედავდა დაქორწინებას მასზე, ვისაც მათი მშობლები არ იწონებდნენ. როდესაც მშობლებმა შეიტყობდნენ ქორწინების შესახებ, საშინელი სკანდალი ხდებოდა.

image

იმის მიუხედავად, რომ კეთილშობილური წარმოშობის ქალებს ძალიან ეშინოდათ ჭორების, ნამდვილი ცილისწამება სასამართლოში შეიძლება გასაჩივრებულიყო. ცილისწამება ისჯებოდა სოლიდური თანხით. მაგრამ ჭორიკანას ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებოდა, თუ მოსარჩელე მოახერხებდა სასამართლოს წინაშე ტყუილის დამტკიცებას.


ბუნებრივია, თუ ჭორები უსაფუძვლო არ იყო, სასამართლოს არავინ მიმართავდა.


ჯარიმა შეიძლებოდა დაკისრებოდა როგორც ქალს, ასევე მამაკაცს.


საერო საზოგადოებას უჭირდა იმ ქორწინების მიღება და აღიარება, რომელიც მშობლის კურთხევის გარეშე ხდებოდა. თუ ქალი დაქორწინდებოდა ღარიბ უსტატუსო მამაკაცზე, ან კიდევ უფრო უარესი, გაუნათლებელზე, ამას შეეძლო ნამდვილი სკანდალი გამოეწვია.


დაბალი კლასის კაცთან ქორწინების შემდეგ დიდგვაროვან ქალს ჩამოერთმეოდა კლასობრივი სტატუსი და პრივილეგიები. ქალის არისტოკრატული წარმომავლობა შენარჩუნებული იყო პირადად მისთვის, მაგრამ ის ვეღარ გადასცემდა შვილებს და შთამომავლებს.



უწიგნურ კაცზე დაქორწინება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცუდ ფორმად ითვლებოდა. საერო საზოგადოებას სჯეროდა, რომ გაუნათლებელი ახალგაზრდა ვერაფერს მიაღწევდა ცხოვრებაში და ამიტომ ვერ მოახერხებდა ოჯახის უზრუნველყოფას. გაუნათლებლობასთან ბრძოლა ქალებთან მიმართებითაც მიმდინარეობდა. დიდგვაროვან გოგონას უნდა სცოდნოდა ბიბლია, ვეფხისტყაოსანი.

image

ქალის მეორედ ქორწინება დაიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ქმარი დიდხანს არ გამოჩნდებოდა, მაგალითად ომის დროს და წმინდა სინოდი ქალს დროებით განქორწინებსა მისცემდა. ზოგიერთმა დიდგვაროვანმა ქალმა საკუთარ თავს უფლება მისცა მეორედ დაქორწინებულიყო პირველი ქმრის მოლოდინში 7-10 წლის შემდეგ. ამავდროულად, თუ პირველი ქმარი დაბრუნდებოდა, ქალის მეორე ქორწინება ან მისი დროებითი განქორწინება უქმდებოდა და თავად ქალი ითვლებოდა „მოუთმენელ ცოლად“ და მას სასტიკად გმობდა საზოგადოება.


ქმარს, დიდი ხნის არყოფნის შემდეგ, უფლება ჰქონდა არ დაბრუნებულიყო თავის ცოლთან, რომელიც ხელახლა დაქორწინდა და შესულიყო ახალ ქორწინებაში.


ზოგჯერ წმინდა სინოდი არ აძლევდა დროებით განქორწინებას ან გააუქმებდა მას ქალის პირველი ქმრის დაბრუნების შემდეგ.



საოჯახო სამართალი ქრისტიანულ სივრცეში XVII-XIX სს. ბასილი დიდის მიერ დადგენილ წესებს ეფუძნებოდა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ქმარი მოღალატე ქალს ოჯახიდან დამატებითი ფინანსური დახმარების გარეშე გააგდებდა. ამასთანავე, ქმმრისთვის, რომელმაც მოატყუა ცოლი, ცოლი ვალდებული იყო ეპატიებინა.


XVII საუკუნის ბოლომდე ასეთ ცოლს მათრახებით ურტყამდნენ ან სხვა მტკივნეული სასჯელდ უნიშნავდნენ, შემდეგ კი მონასტერში გზავნიდნენ. ამის შემდეგ ქმარს შეეძლო მეორედ დაქორწინება.


გარკვეული პერიოდის შემდეგ კანონი შემსუბუქდა. ღალატში ნასამართლევ ქალს მხოლოდ განქორწინების უფლება ჰქონდა. ამავდროულად, მას შეეძლო დაებრუნებინა ქონების ნაწილი განქორწინების შემდეგ სასამართლოს გზით.



ქალი ვალდებული იყო ქმარს გაჰყოლოდა გადასახლებაში. ეს კეთილშობილ საქმედ ითვლებოდა. თუ ქალი განქორწინებას ითხოვდა და უარს ამბობდა ქმრის გაყოლაზე, მისი ქმედება ითვლებოდა უპატივცემულობად.



თუ მშობლები შეამჩნევდნენ, რომ სწავლისადმი გატაცება განპირობებული იყო ახალგაზრდა გოგონას მასწავლებლისადმი გრძნობებით, მაშინვე გააძევებდნენ მასწავლებელს სახლიდან და ცდილობდნენ უფრო ფხიზლად ყოფილიყვნენ ქალიშვილთან მიმართებით.


იყო შემთხვევები, როცა ქალს არცკი ეკითხებოდნენ, ისე მიართმევდნენ საპატიო სტუმარს. მაგალიტად, ასე მოექცნენ ულამაზეს გოგონას, მაიკო ორბელიანს, რომელზეც უამრავი ქართველი დიდგვაროვანი იყო შეყვარებული.


837 წელს თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს ქართველმა არისტოკრატიამ პატივისცემის ნიშნად ლოგინში ჩაუწვინა 19 წლის მაიკო ორბელიანი.


ეს იყო ფიზიკურად დაპყრობილი ქვეყნის სულიერი გაუპატიურების ტრაგიკულად სიმბოლური აქტი.

0
320
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0