x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების თამამი და პროვოკაციული "ლუქები"

image


ცნობილი სახეები თავიანთ გარეგნობას და ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან მათი პოპულარობა სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ლამაზად, მოდურად, ჰარმონიულად და სექსუალურად გამოიყურებიან. ზოგჯერ სელებრითები ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასასწრებად, ყურადღების მიქცევის მიზნით ზედმეტად თამამ ჩაცმულობას ირჩევენ, რითიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ყოველგვარი ზედმეტი ძალისმხმევის გარეშე ექცევიან. თქვენ წინაშე არიან შოუ- ბიზნესის ცნობილი წარმომადგნლები, რომლემაც საზოგადოების ყურადღება თავიანთი სიშიშვლით მორიგ ჯერზე მიიპყრეს.





ჰაიდი კლუმი

image


ყოფილ მოდელს წელს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა ლამაზმანი არც კი ფიქრობს საყვარელ თამამ სამოსზე უარის თქმას. ყოფილი სუპერმოდელი საკუთარ თავს დიდ დროს უთმობს, ის აქტიურად არის დაკავებული სპორტით და კვების რაციონსაც დიდ ყურადღებას აქცევს, ამიტომაც თავს საკუთარი შრომის შედეგების დემონსტრირების უფლებასაც აძლევს.





ზენდაია


image


ზენდაიას ყოველი გამოჩენა - შოუა. ეფექტური გარეგნობის მქონე ნიჭიერი მსახიობი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ყოველთვის თამამ ჭრილიან და ღრმა დეკოლტიან კაბებს ირჩევს, ზენდაიას "ლუქები" ელეგანტურობით, ჰარმონიულობითა და პიკანტურობით გამოირჩევა.





ჰეილი ბიბერი


image


გამჭვირვალე კაბებისა და მოკლე ქვედაბოლოების მოყვარული ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება, მაშინაც კი თუ მოდელის "ლუქები" მეტისმეტად თამამია. ფერთა გამის, ნაჭრებისა თუ აქსესუარების არჩევა მან ისე იცის როგორც ნამდვილმა სტილისტმა. ჰაილის ჩაცმულობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ის ვულგარულია, მაგრამ აი, თამამი და სექსუალური კი, ნამდვილად არის.




მეგან ფოქსი


image


ეს მსახიობი არაერთხელ იქნა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაცდუნებელ ქალად. მან ეს ტიტული მათ შორის თამამი სამოსის სიყვარულის გამოც დაიმსახურა. "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი ტყავის, ლატექსის, კორსეტის, ღრმა ჭრილისა და დეკოლტის დიდი მოყვარული გახლავთ, რაც მისი ჩაცმულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ გასაკვირი სულაც არ არის.





ბელა ჰადიდი


image


მოდელი ეპატაჟური სამოსის დიდი მოყვარული არ გახლავთ. როგორც თავად ჰადიდი აღიარებს, მას უყვარს კომფორტული, ტანზე მომდგარი სამოსი, თუმცა საზოგადოება და პოპულარობა პერიოდულად მისგან ეპატაჟსაც ითხოვს, ამიტომ მოდელი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად უპირატესობას ყოველთვის პროვოკაციულ და გამომწვევ სამოსს ანიჭებს.





რიტა ორა


image


მომღერალი საზოგადოების წინაშე გაშიშვლებას არ ერიდება. როგორც ჩანს, მთავარი, რაც მას საკუთარ ჩაცმულობაში აღელვებს არის ის, რომ ყოველთვის დასამახსოვრებელი და ეპატაჟური იყოს.




ელ ფენინგი


image


ახალგაზრდა მსახიობის ერთ-ერთმა ბოლო გამოჩენამ კანში მის თაყვანისმცემლებს გული აუჩქარა. საქმე კი "პაკო რაბანის" კაბის ზედის არარსებობაში მდგომარეობდა, სადაც მსახიობს "ღირსებებს" მხოლოდ უპრეტენზიო ყვავილები უფარავდა. როგორც ჩანს, წამოზრდილმა ფენინგმა, უპირატეობის მინიჭება სულ უფრო თამამი სამოსისთვის დაიწყო, რომელიც სხვათა შორის, მას ძალიან უხდება, და მასში არც ვულგარულად გამოიყურება.





ენ ჰეთეუეი


image


ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ამერიკელმა მსახიობმა სულ უფრო მგრძნობიარე და თამამი სამოსის არჩევა დაიწყო, თუმცა ის ძალიან ჰარმონიულად ახერხებს სექსუალობისა და ზომიერების შერწყმას. ტყავმა, მინიმ და ბადისებრმა კაბებმა მსახიობის იმიჯს სრულიად ახლებური და განსხვავებული იერი შესძინა.










0
268
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
268