x
image
Yoona
Mediator image
13 რამ, რასაც მშვიდად ვიცვამთ, ნამდვილი ფრანგი ქალები – არასოდეს
ლეგენდარულმა დიზაინერმა, კოკო შანელმა, ერთხელ თქვა: „სანამ სახლიდან გახვალთ, სარკეში ჩაიხედეთ და ერთი აქსესუარი მოიხსენით“. ბევრი ფრანგი ქალი სიმარტივის და მოხერხებულობის ასეთ მარტივ ფილოსოფიას იცავენ.

image

სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები ცდილობენ ადგილობრივი მოდის მიმდევრების ელეგანტურობის საიდუმლო ამოხსნან და გაიგონ, რომელ ნივთს არ გაეკარონ არავითარ შემთხვევაში.


იაფი ქსოვილის ტანსაცმელი

image


ფრანგი ქალები ტანსაცმლის ხარისხს ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ, რომ სინთეტიკის კაბას, ჯემპრს და პერანგს არ გაეკარონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ასეთი ნივთი იაფია. ფრანგები ნატურალური ქსოვილის, მაგალითად, ქაშმირის, ბამბის და სელის ტანსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ.


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დღისით

image

ადგილობრივები ხშირად ველოსიპედით და საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილდებიან. კომფორტულ ყოველდღიურ ფეხსაცმელს ირჩევენ. მაგალითად, უნივერსალური ესპადრელი, ლოფერი, ბოტასი ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის მოდელი სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს ორგანულად ერწყმის.


პლასტმასის ბიჟუტერია

image

პარიზელები ბიჟუტერიაში იცავენ წესს „სჯობს ნაკლები, ვიდრე მეტი“. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრჭყვიალა ბიჟუტერია გაიკეთონ. ფრანგები სტილში დეტალებს ყურადღებას აქცევენ და ყოველთვის ცდილობენ, ელეგანტურად გამოიყურებოდნენ.


ტანზე მომდგარი კაბა

image

ფრანგები იცვამენ სამოსს, რომელიც მოძრაობას არ აფერხებს და მათთვის ჩვეულ რიტმს ხელს არ უშლის. ტანზე მომდგარი სამოსი არ უყვართ. ზედმეტად მოუხერხებელია.


ღია დეკოლტე

image

ადგილობრივებს იდუმალების შენარჩუნება უყვართ და არა ღირსებების გამოფენა. „უნდა ჩაიცვათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ“ – ტყუილად არ უთქვამს მოდელს ინეს დე ლია ფრესანჟს. ფრანგები ამ წესს მკაცრად იცავენ და სხეულის ზედმეტად გაშიშვლებას ერიდებიან.


ძვირადღირებული ნივთები დღისით

image

ფრანგი ქალები ძვირადღირებული ბრენდული ნივთების ნაცვლად ირჩევენ ხარისხიან ბლეიზერებს, რთულ აქცენტებს და ასიმეტრიულ ნივთებს. ადგილობრივები ცდილობენ, რომ საკუთარ სტატუსს ხაზი არ გაუსვან. იციან, რომ სჯობს თავშეკავება, ვიდრე თავიდან ფეხამდე ცნობილი ბრენდებით შემოსვა.


ფერადი საცვლები და დანამატი

image

თითოეულ ქვეყანას საკუთარი წარმოდგენა აქვს, რა არის ლამაზი, რა არა. ფრანგებს, რომელთაც ბუნებამ დიდი ფორმებით არ დააჯილდოვა, არ რცხვენიათ და მოცულობის გაზრდას არ ცდილობენ. ბიუსჰალტერს დანამატით უგემოვნოდ თვლიან და ირჩევენ ჰიგიენური მასალისგან დამზადებულ ბიუსჰალტერებს რკინების გარეშე. შავ ან კრემისფერში. თეთრ ბიუსჰალტერს და თეთრ ბლუზს ერთად არასდროს ჩაიცვამენ, მით უფრო შავ ბიუსჰალტერს და თეთრ ზედას.


ხელოვნური მასალის ჩანთები

image

ფრანგი ქალები ხარისხიან ტყავის ჩანთებს ირჩევენ. ამასთან დარწმუნებულნი არიან, რომ დიზაინერულ ნივთებში მთელი ფულის დახარჯვა საჭირო არაა. ირჩევენ მწარმოებელს, რომელიც ხარისხიანი ტყავისგან ჩანთებს ამზადებს და იაფად ყიდის. მთავარია, რომ ზედმეტად მორთული და ჭრელი არ იყოს.


ფერადი ნივთები

image

ფრანგმა ქალებმა იციან, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზი არიან და ახალგაზრდულად წარმოჩენას არ ცდილობენ. ადგილობრივებს მყვირალა ან არაბუნებრივ ფერში იშვიათად დაინახავთ. სიმარტივე და თავშეკავებულობა მთავარია. ნამდვილი ფრანგები სტილს ბრჭყვიალა პრინტით არ გადატვირთავენ და ზედმეტ ექსცენტრიულობას გაურბიან.


ბევრი ბეჭედი

image

სტილში ზედმეტად ბევრ აქცენტს გაურბიან. ერთდროულად მთელი ძვირფასეულობის აცმა არ უყვართ. მინიმალისტური სტილის აქსესუარებს უპირატესობას ანიჭებენ. მაგალითად, ძვირადღირებული მასალის ძეწკვი და მარგალიტი.


უხარისხო ფეხსაცმელი

image

როგორც კოკო შანელი ამბობდა, „ქალი ხარისხიან ფეხსაცმელში უშნო არასდროსაა“. პარიზში ქალს იაფ ფეხსაცმელში იშვიათად ნახავთ. დიდი კოლექციის შეგროვებას არ ცდილობენ. რამდენიმე ნამდვილად ხარისხიანი წყვილი ფეხსაცმელი აქვს, რომელიც დანარჩენ გარდერობს იდეალურად უხდება.


მოდური ნივთები

image

მოდურ ტენდენციებს არ მისდევენ. სეზონის სიახლეებს დეტალურად ეცნობიან და საბაზო გარდერობს 2–3 ახალ ნივთს მატებენ, რომ აქტუალური სტილი შექმნან.


სპორტული სასეირნოდ

image

ადგილობრივების თქმით, სპორტული სამოსი მხოლოდ სავარჯიშოდ არის შესაფერისი. პარიზში სპორტულებში ან ლეგინსში გამოწყობილ პარიზელს იშვიათად ნახავთ. ყოველდღიურადაც ელეგანტურად გამოწყობას ცდილობენ. სპორტულის ნაცვლად ვიწრო ჯინსს, თეთრ ბოტასს და სადა, მაგრამ ელეგანტურ ტოპს ირჩევენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვარსკვლავები, რომლებმაც დიზაინერების სამოსი ჩაიცვეს და მთელი მისი სილამაზე წარმოაჩინეს

2. მსახიობ ემა ტომპსონის კოსტიუმები, რომლებიც სუნამოს ბოთლებს წააგავს: ფოტოები

3. 10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

4. 17 შემთხვევა, როცა ორსულმა ცნობილებმა კაბები პოდიუმიდან უფრო მოიხდინეს, ვიდრე მოდელებმა

5. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს

6. ახალი სტილის ხატი: სტივ ჯობსის ქალიშვილი



0
394
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
394